სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას HoReCa მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ორხევი, თეთრი ხევი ჰესის დასახლება
კომპანიის შესახებ:
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად არის კერძო საერთშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
** ჰორეკა ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და გაყიდვების ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, შეხვედრების ორგანიზება, მოლაპარაკებების წარმოება და მათთან მჭიდრო, შედეგებზე ორიენტირებული ურთიერთობების აწყობა-განვითარება;
** სავაჭრო რგოლის მართვა. მათი ყოველდღიური კონტროლი და შესრულების მართვა.
** არსებული პრობლემების სწორად და ეფექტურად მოგვარება.
** ყოველდღიური კრედიტების კონტროლი.
** ჰორეკა ობიექტებისათვის ბრენდინგის შეთანხმება და განთავსების მონიტორინგი
** მაცივრების განთავსება და მასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კომპანიისთვის მნიშვნელოვან ობიექტებში.
** გატარებული ღონისძიებები ან შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტების მომზადება.
** პასუხისმგებლობა ყოველთვიური გაყიდვების გეგმების შესრულებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება.
** სულ მცირე 5 სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვებში (უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას საკვები პროდუქტების ან ჰორეკა სფეროში).
** ენები - ქართული, ინგლისური და რუსული სასურველია.
** საოფისე პროგრამები - MS Word, MS Excel, MS PowerPoint.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge და პოზიციის დასახელება "HoReCa მენეჯერი" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 17.04.2022.