ვაკანსიის დასახელება | ბუღალტერი | მომწოდებელი | იბერია რეფრეშმენტსი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
სამუშაოს აღწერილობა:
** სალაროსა და ხარჯების ოპერაციების წარმოება 1C სისტემაში;
** ანგარიშვალდებული პირების ანგარიშების აღრიცხვა/კონტროლი;
** მარკეტინგული ხარჯების აღრიცხვა/კონტროლი;
** ბუღალტრული გატარებების შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის შენახვა-დაარქივება;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში;
** 1C ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული კვალიფიკაცია ACCA - ჩაითვლება უპირატესად;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ან/ და რუსული ენის ცოდნა
პიროვნული უნარები:
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი
ბენეფიტები:
** დაზღვევა
** სატელეფონო ლიმიტი
** საწვავის ფასდაკლების ბარათი და სხვა.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ორხევი, თეთრი ხევი ჰესის დასახლება
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები: ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge და პოზიციის დასახელება "ბუღალტერი" უნდა იყოს მითითებული მეილის სათაურში ("subject"-ში) დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.