CV ბანკი საშუალებას გაძლევთ, თქვენი CV პირდაპირ დაუტოვოთ სასურველ კომპანიას, თუნდაც იმ კონკრეტულ დროს არ იყოს ვაკანსია გამოცხადებული.
თქვენი CV შეინახება კომპანიის ელფოსტაზე, რაც ზრდის შანსს, მოწონების შემთხვევაში, კომპანიამ თქვენზე შეაჩეროს არჩევანი.
CV ბანკი ორმხრივად მოგებიანია:
ა) ის კომპანიას აძლევს საშუალებას Head hunting-ში დრო და რესურსი არ დახარჯოს და შესული CV-ებიდან აარჩიოს სასურველი კანდიდატი.
ბ) ის სამუშაოს მაძიებელს აძლევს საშუალებას კომპანიის ყურადღების არეალში მოექცეს და სასურველი გზით წარუდგინოს თავი.
CV-ის დატოვებისთვის საჭიროა მხოლოდ მომხმარებლად რეგისტრაცია. ამის შემდეგ დააწვებით სასურველი კომპანიის ქვეშ არსებულ ღილაკს "გაგზავნე CV" და თქვენი CV შეინახება კომპანიის ბაზაში.