განცხადების განთავსების წესი

• განცხადების განთავსებისათვის ახალმა მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ხოლო რეგისტრირებულმა მომხმარებელმა მოახდინოს ავტორიზაცია საიტზე.
• ავტორიზაციის შემდეგ დააჭირეთ საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში ღილაკს „განცხადების განთავსება“
• გახსნილ გვერდზე აირჩიეთ სასურველი რუბრიკა, ქვერუბრიკა და ა.შ
• შეავსეთ ვარსკვლავით * აღნიშნული ყველა სავალდებულო ველი.
• განცხადების ეფექტურობისათვის გირჩევთ ატვირთოთ სურათები. განცხადება, რომელსაც აქვს 1 სურათი მაინც, იღებს 5-ჯერ მეტ გამოხმაურებას.
• განცხადების შევსებისა და ფოტოების ატვირთვის შემდეგ აირჩიეთ თქვენთვის სასურველი განცხადების სტატუსი და დააჭირეთ ღილაკს „განთავსება“
• განცხადების დამატების შემდეგ თქვენ გადახვალთ პირადი კაბინეტის გვერდზე, სადაც ნახავთ თქვენს მიერ დამატებულ განცხადებას.

როგორ დავრეგისტრირდე

• იმისთვის, რომ გაიაროთ რეგისტრაცია, დააჭირეთ საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ღილაკს „შესვლა“ და შემდეგ „რეგისტრაციას“
• შემდგომ შეავსეთ ფორმაში არსებული ველები
• ველების შევსების შემდეგ დააჭირეთ გვერდის ბოლოში არსებულ ღილაკს „რეგისტრაცია“.
• „დამოწმების“ ღილაკზე დაჭერის შემდეგ გადახვალთ ავტორიზაციის ფანჯარაში, სადაც უკვე შეძლებთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ფასიანი განცხადების განთავსება

GOODJOB გთავაზობთ ორი ტიპის ფასიან განცხადებას: SUPER VIP da vip განცხადები

SUPER VIP განცხადების უპირატესობა

• ჩანს რუბრიკის მთავარ გვერდზე, პირველსავე ბლოკში, რომელსაც მომხმარებელი საიტზე შესვლისთანავე ხედავს.
• ჩანს საერთო სიაში სტანდარტული და VIP განცხადებების თავზე;
• ჩანს ყველა განცახდების დეტალურ გვერდზე;

SUPER VIP განცხადების ტარიფია 20 ლარი 1 კვირაში.


VIP განცხადების უპირატესობა

• ჩანს რუბრიკის მთავარ გვერდზე, მეორე ბლოკში, super vip განცხადებების შემდეგ.
• ჩანს საერთო სიაში სტანდარტული განცხადებების თავზე და SUPER VIP განცხადებების კვალდაკვალ;
• ჩანს ყველა განცახდების დეტალურ გვერდზე;

VIP განცხადების ტარიფია 10 ლარი 1 კვირაში.

როგორ გავააქტიურო ვადაგასული განცხადება

იმისათვის, რომ განცხადება მოხვდეს SUPER VIP ან VIP კატეგორიაში, საჭიროა შეხვიდეთ პირად კაბინეტში (რომელიც ავტორიზაციის შემდეგ გამოჩნდება საიტის ზედა მარჯვენა მხარეს) და შეხვიდეთ ჩამოშლილ ველში "ჩემი განცხადებები", სადაც ნახავთ ორ ღილაკს (SUPER VIP ან VIP განცხადების გააქტიურება). დააჭერთ ღილაკს, რომელიც გადაგიყვანთ TBC ბანკის გადახდის სისტემაში, შეიყვანთ თქვენს მონაცემებს და გადახდიდან 2 წუთში გააქტიოურდება თქვენი განცხადება. 

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია GOODJOB-ს მითითებულ ელფოსტაზე (info@goodjob.ge)
 
პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა გვაცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ტრანზაქციის ID, შეკვეთის თარიღი,  და დაბრუნების მიზეზი. 
 
პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის
მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

ჩვენ ვზრუნავთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

როგორ გიცავთ კანონი

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.
კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე.
ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: ელფოსტა, მომხმარებლის სახელი, კომპანიის სახელწოდება, კომპანიის ელფოსტა. მომხმარებლების პაროლი ჰეშირებულია და მასზე წვდომა ფიზიკურად შეუძლებელია ჩვენთვის.

ზოგადი წესები და პირობები

ზოგადი წესები და პირობები

1. წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და GOODJOB-ს შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვენდუ თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

GOODJOB-ის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით GOODJOB-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.

ყველა მომხმარებელი და კომპანია, რომელსაც სურს goodjob.ge-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. goodjob.ge-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელისა და მერჩანტის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

2. განცხადებები და გარანტიები


2.წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი/მერჩანტი ადასტურებს, რომ:

2.1. მერჩანტი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს goodjob.ge-ს დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს. goodjob არ არის პასუხისმგებელი მერჩანტის მიერ პლატფორმაზე სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქციის ხარისხსა და მისი მახასიათებლების ფაქტობრივ შესაბამისობაზე goodjob.ge-ს ვებ-გვერდზე მითითებულ აღწერილობასთან.

2.2. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი 18 ან მეტი წლის და ამავდროულად არ არის ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი.

2.3. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

2.4. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

2.5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

2.6. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავსსაქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, პორნოინდუსტრიაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

2.7. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედებაშესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

2.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული goodjob.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ.

2.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;