ვაკანსიის დასახელება | წარმოების ოპერატორი | მომწოდებელი | იბერია რეფრეშმენტსი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან . ამჟამად არის კერძო საერთშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოს დანადგარების უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა;
** რეგულარული სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაბამის სამუშაო ჯგუფთან ერთად, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იყოს საწარმოს ფუნქციური ქმედუნარიანობა და მუშაობის მაღალი ხარისხი;
** მანქანა-დანადგარების შემოწმება შესაბამისი ინსტრუქციის შესაბამისად, იმისათვის, რომ აღმოჩენილ იქნას რაიმე სახის შეკეთების ან მექანიკური ნაწილის ჩანაცვლების საჭიროება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებების დროული შესრულება;
** მანქანა-დანადგარების დასუფთავება, პროფილაქტიკური კონტროლი და შეკეთება საჭიროებისამებრ;
** საწარმოში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
სამუშაოს მოთხოვნები:
** საშუალო განათლება, ტექნიკურ განათლებას მიენიჭება უპირატესობა
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა
** უპირატესობა ენიჭება ტექნიკურ უნარ-ჩვევებს
ზოგადი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდურობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები: ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "წარმოების ოპერატორი" უნდა იყოს მითითებული მეილის სათაურში ("subject"-ში) დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.