ვაკანსიის დასახელება | მძღოლი-ექსპედიტორი | მომწოდებელი | იბერია რეფრეშმენტსი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ორხევი, თეთრი ხევი ჰესის დასახლება
კომპანიის შესახებ:
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად არის კერძო საერთშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების დეპარტამენტის მიერ მიღებული შეკვეთების ადგილზე მიტანა
** დისპეჩერების და პრისეილერების ინსტრუქციების შესრულება
** შეკვეთების ზუსტად მიწოდება კლიენტებისათვის და ამასთანავე, პირადად არის პასუხისმგებელი შეკვეთების შესაბამისად მიტანილი პროდუქტების ღირებულების კლიენტებისგან შეგროვებაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** C კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა
** სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის კარგად ცოდნა
პიროვნული უნარები:
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდურობა
** ახალ გარემოსთან ადვილად ადაპტირება
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge და პოზიციის დასახელება "მძღოლ- ექსპედიტორი" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.