კომპანია "მეგალაბი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე პოზიციაზე.
"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე შესყიდვების სრული ციკლის შეუფერხებლად განხორციელება;
** ბაზრის კვლევა, შესაბამისი მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, კომპანიისათვის მისაღები ფასებისა და პირობების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
** შესაძენი ინვენტარის ხარისხის და ვადების კონტროლი;
** შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის/საბუთების წარმოება და პროგრამული ასახვა;
** ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, პრობლემის მოგვარების მიზნით მომწოდებელთან ურთიერთობა;
** ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ანალიზი და უშუალო ხელმძღვანელისთვის ყოველთვიურ რეპორტინგის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით;
** შესყიდვების მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** უპირატესად ჩაითვლება სამედიცინო მიმართულებით, ანალოგიურ პოზიციაზე მუშობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლობა/პასუხისმგებლობა;
** მიზანმიმართულობა;
** მოქნილობა;
** დროის მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირება.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის # 23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 იანვარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.