ვაკანსიის დასახელება | შიდა კურიერი | მომწოდებელი | მეგალაბი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
კომპანია "მეგალაბი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კურიერის პოზიციაზე
"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები:
** საანალიზო მასალის მიწოდება ასაღები ოთახიდან/დრაივის სივრციდან საანალიზო მასალის მიმღები სამსახურისათვის;
** საანალიზო მასალების შენახვა, რეგისტრატორისათვის ჩაბარება სტანდარტული საოპერაციო პროცედურის შესაბამისად;
** პრობლემური შემთხვევების უშუალო ხელმძღვანელისათვის გაცნობა;
** სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, მორიგე თანამშრომლისათვის შესრულებული სამუშაოს შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდება (გადაბარება);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში სტაჟირების/მუშაობის გამოცდილება;
** ბიოუსაფრთხოების ზოგადი საფუძვლების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, პ.ქავთარაძის # 23
სამუშო გრაფიკი: მორიგეობა, ყოველ მეორე დღეს, 08:00-22:00
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.