ვაკანსიის დასახელება | უფროსი რეგისტრატორი | მომწოდებელი | მეგალაბი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
კომპანია "მეგალაბი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი რეგისტრატორის პოზიციაზე
"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები:
** რეგისტრატურის სამსახურში მიმდინარე პროცესების მართვასა და მონიტორინგში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** რეგისტრაციის თანამშრომლებისთვის დადგენილი გრაფიკების განახლება, კორექტირება და კონტროლი;
** სამუშაო პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე, პრობლემური სიტუაციების მართვა/კონტროლი;
** ახალი და არსებული თანამშრომლების მუდმივი მხარდაჭერა, მათი პროფესიული განვითარების/გადამზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დადგენილი პერიოდულობით რეპორტების წარმოება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უპირატესად ჩაითვლება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა;
** მიზანმიმართულობა;
** შედეგზე ორიენტირება.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის # 23
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 ივნისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.