"ბექას სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. მისი მთავარია მოვალეობაა ჩვენს ყველა მოსწავლეს გულთბილად უმასპინძლოს სკოლაში და ადმინისტრაციულ საქმეებსაც დიდი ენთუზიაზმით მიუდგეს.
მოთხოვნები: ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პოზიტიური კომუნიკაციის უნარი და მეგობრულობა;
** გახსნილობა და კრეატიულობა;
** იუმორის გრძნობა და სილაღე.
მოვალეობები:
** სკოლის ყველა მოსწავლესთან და თანამშრომელთან პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება და მათი სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინება;
** Facebook მესიჯებზე, სატელეფონო ზარებზე და მეილებზე პასუხის დროულად გაცემა;
** არაფორმალური აქტივობების (თანა)ორგანიზება;
** სხვა ადმინისტრაციული საქმეების შესრულება.
პირობები: სამუშაო დღეების რაოდენობა - კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით. სამუშაო საათები არასტანდარტულია და შეთანხმება წინასწარ მოხდება ადმინისტრაციულ მენეჯერთან. ასევე, პოზიციას ბონუსად მოყვება მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში ინგლისური ენის უფასოდ შესწავლა, გარემო და გუნდი, რომელიც მუდმივად გთავაზობს განვითარების შესაძლებლობებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია - https://bit.ly/3mkgAeP 2022 წლის 9 იანვრის ჩათვლით.
სულმოუთქმელად გელით!