სასწავლო კურსი - საჯარო პოლიტიკა ჟურნალისტებისათვის

რჩეულებში შენახვა
ნანახია 1334-ჯერ × Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.


ვაკანსიის დასახელება სასწავლო კურსი - საჯარო პოლიტიკა ჟურნალისტებისათვის
მომწოდებელი აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამა
სამუშაო დრო ნახევარი განაკვეთი
ხელფასი არ არის მითითებული
სამსახურის მდებარეობა თბილისი
კატეგორია ტრენინგი
ბოლო ვადა დედლაინის ვადა ამოწურულია

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის დაფინანსებით საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ბაზაზე ჩატარდება საჯარო პოლიტიკის ტრეინინგ კურსი მოქმედი ჟურნალისტებისათვის.

კურსის მიზანია გააცნოს ჟურნალისტებს საჯარო პოლიტიკის და კარგ მმართველობასთან დაკავშირებული საკითხები და ამ გზით ხელი შეუწყოს მედიაში საჯარო პოლიტიკის საკითხებზე ორიენტირებულ დებატებს.

ქვემოთ წარმოდგენილია ლექციების თემატიკა. ლექციებს წაიკითხავენ შესაბამისი სფეროს საუკეთესო სპეციალისტები, რომელთაც აქვთ აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება.

** დემოკრატიული მმართველობის პრინციპები: ხელისუფლების დანაწილება და ურთიერთგაწონასწორება და ბალანსი - გიორგი მელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
** ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, გენდერის საკითხები, უმცირესობები - გიორგი მშვენიერაძე - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
** სახელმწიფო ბიუჯეტი, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის არსი, ბიუჯეტის დეფიციტი, სახელმწიფო ვალი, გადასახადები და ტარიფები - პაატა შეშელიძე, გია ჯანდიერი - ახალი ეკონომიკური სკოლა.
** მთავრობის გამჭვირვალეობა და ზედამხედველობის პრინციპები. კორუფცია - განსაზღვრება, მისი ფორმები და გზები. კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა. 2 ლექცია - ეკა გიგაური - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
** სასამართლო ხელისუფლება. საკონსტიტუციო ჩარჩო, ახლანდელი მდგომარეობა, პრობლემები და აუცილებელი რეფორმები - გიგა ლემონჯავა - პროფესორი, თბილისის ღია უნივერსიტეტი
** ეროვნული უსაფრთხოების სისტემა. ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი, აღსრულება და ზედამხედველობა. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ამ ეტაპის მნიშვნელოვანი საკითხები - დათო სიხარულიძე - საქართველოს ატლანტიკური საბჭო. ილიას უნივერსიტეტი. თბილისის ღია უნივერსიტეტი.
** საქართველოს საგარეო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკის ფორმულირება და აღსრულების პროცესი. მიმდინარე საკითხები - ბათუ ქუთელია - საქართველოს ატლანტიკური საბჭო. თბილისის ღია უნივერსიტეტი.
** ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - გიორგი მუჩაიძე - საქართველოს ატლანტიკური საბჭო. კავკასიის უნივერსიტეტი.
** რუსეთის საინფორმაციო ომი - დეზინფორმაცია, პროპაგანდა და მანიპულაცია როგორც ომის იარაღი - ეთო ბუზიაშვილი - ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო
** კულტურა და სამთავრობო პოლიტიკა. 1 ლექცია - დავით ცხადაძე - თავისუფალი უნივერსიტეტი

ლექცია/სემინარები არის ორსაათიანი. ჩატარდება კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. საღამოს 6 საათიდან 8 საათამდე.
კურსი იწყება 2021 წლის 17 ოქტომბრიდან და დასრულდება 25 დეკემბერს.

კურსი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში და შესაბამისად, მონაწილეთათვის უფასოა.
კურსი განსაზღვრულია მოქმედი ჟურნალისტებისათვის.

კურსში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს მუშაობდეს საქართველოში მოქმედ მედიაში - ტელევიზიაში, რადიოში, გაზეთში ან ინტერნეტ-გამოცემაში, ან ეწეოდეს დამოუკიდებელ ჟურნალისტურ საქმიანობას. ინტერესი საჯარო პოლიტიკის საკითხებისადმი აუცილებელია. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ლექციებზე დასწრება აუცილებელია. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოგვწერონ მოკლე სამოტივაციო წერილი და გამოგზავნონ საკუთარი ბიოგრაფია შემდეგ ელფოსტაზე: publicpolicyc@gmail.com მიმდინარე წლის 12 ოქტომბრამდე.


CV ბანკი
დააბანდე შენი CV

Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.



Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.



Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.



Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.



Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.



Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.



Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.



Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.


მსგავსი მასალები
  • Company logo კურსი - ქცევის გამოყენებითი ანალიზი
    12 ოქტ

  • Company logo ბუღალტერიის კომპლექსური კურსი + საჩუქრად უფასო სტაჟირება ბუღალტრულ - აუდიტორიულ კომპანიაში
    12 ოქტ

  • Company logo საბანკო საქმის შემსწავლელი კურსი სტაჟირებით და დასაქმებით
    12 ოქტ

  • Company logo ელექტრიკოსი
    12 ოქტ

  • Company logo უფასო კურსები
    12 ოქტ