ვაკანსიის დასახელება | სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი | მომწოდებელი | wbclit |
სამუშაო დრო | ნახევარი განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
ტელეფონი | 577255591 | |
კატეგორია | კონკურსი | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
გამოცხადდა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“, ერთობლივი ლიტერატურული კონკურსი საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი ან/და პროფესიული სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის.
კონკურსში მონაწილეობისთვის, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი ან/და პროფესიული სასწავლელების სტუდენტებმა, მისამართზე wbclit2021@gmail.com , უნდა გამოაგზავნონ სასწავლებლის მიერ გაცემული სტუდენტის მოქმედი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და მხატვრული მოთხრობა, არანაკლებ, ორი და, არაუმეტეს, ხუთი გვერდისა (12-იანი შრიფტით). განაცხადების მიღება 6 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც, სპეციალურად შერჩეული ჟიური, ნაწარმოებების შეფასებას შეუდგება.
ოქტომბრის ბოლოს, გამარჯვებული 15 სტუდენტი, ხუთ ტუტორთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გაემგზავრება, სადაც, ხუთი დღის განმავლობაში, მხატვრული წერის, რედაქტირების, დაკაბადონებისა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე, ლექციები ჩაუტარდებათ.
კურსის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილე სტუდენტებმა, ორი კვირის განმავლობაში, ახალი მოთხრობა უნდა დაწერონ. ყველა მოთხრობას ერთ კრებულად გამომცემლობა, „პალიტრა L“ გამოსცემს, ხოლო, 19 ნოემბერს, სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს, გადაეცემა ფულადი ჯილდო (პირველადგილოსანს - 1000, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულებს - 800 და 500 ლარი). ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი, საკუთარ რჩეულებს დაასახელებენ.