ხელფასი
Drivem8 არის კომპანია რომელიც სთავაზობს სადისპეჩერო მომსახურეობას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებულ სატრანსპორტო კომპანიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შაბათ კვირის სმენის დისპეტჩერის თანამდებობაზე
სამუშაო გრაფიკი:
შაბათი-კვირა
მოთხოვნები:
ინგლისური ენის ცოდა მაღალ დონეზე
რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე
სასურველია ლოჯისტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
კლიენტეთან მოლაპარაკების წარმოება
ტვირთების მოძიება
ბროკერებთან მოლაპარაკების წარმოება
პიროვნული მახასიათებლები:
პუნქტუალური
ორგანიზებული
გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე Dispatch@drivem8.com
თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია. Username: Password:
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის თანამდებობაზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
პიროვნული მახასიათებლები
"Appidea" 2014 წელს დაარსდა და ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანიაა სექტორში, რომელიც მსოფლიო ბაზრისთვის ქმნის მაღალი სტანდარტის მობილურ თამაშებს. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, კიევსა და ლონდონში. მისი პორტფოლიო მოიცავს 16 თამაშს და 2 აპლიკაციას. "Appidea"-ს ყველაზე წარმატებული თამაში არის "Pixel Sword Fish io" რომლის გადმოწერების რაოდენობა 12 მილიონს აჭარბებს.
"Appidea" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე
მინიმალური მოთხოვნები:
არსებითი გამოცდილება Adobe Illustrator-ში. არსებითი გამოცდილება Adobe Photoshop-ში. მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. კომპიუტერული და მობილური თამაშების მიმართ ინტერესი. კრეატიულობა. გუნდური მუშაობის უნარი.
პლუსად ჩაითვლება:
გრაფიკული პლანშეტით (დიჯიტაიზერით) ხატვის უნარი გამოცდილება "Unity Engine"-ში. გამოცდილება მობილური აპლიკაციების და თამაშების შექმნაში.
სამუშაო განრიგი: სრული (10:00სთ-დან 19:00სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა).
ანაზღაურება: 1000-2000 ლარი, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით, მომავალში ზრდის პერსპექტივით + ბონუს სისტემა.
დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და აგრეთვე პორთფოლიო თქვენს ნაშრომებზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@appidea.com და "Subject"-ად მიუთითოთ “Graphic designer".
მხოლოდ CV პორტფოლიოს გარეშე არ განიხილება
"Appidea" აცხადებს ვაკანსიას უფროსი UI/UX დიზაინერის პოზიციაზე
არსებითი გამოცდილება Adobe Illustrator-ში. არსებითი გამოცდილება Adobe XD-ში. არსებითი გამოცდილება Adobe Photoshop-ში. მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება UI და UX დიზაინში. კომპიუტერული და მობილური თამაშების მიმართ ინტერესი. კრეატიულობა. გუნდური მუშაობის უნარი.
გრაფიკული პლანშეტით (დიჯიტაიზერით) ხატვის უნარი გამოცდილება "Unity Engine"-ში. გამოცდილება მობილური აპლიკაციებისა და თამაშების შექმნაში.
ანაზღაურება: 2000-4000 ლარი, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით, მომავალში ზრდის პერსპექტივით + ბონუს სისტემა.
დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და აგრეთვე პორთფოლიო თქვენს ნაშრომებზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@appidea.com და "Subject"-ად მიუთითოთ "UI/UX designer".
კომპანია "აუგუსტი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტრის პოზიციაზე.
** რეცეპტების შექმნა, მოძიება და მენიუში ცვლილებების შეტანა; ** შეკვეთების სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით შესრულება; ** სხვადასხვა სახის თანამედროვე ნამცხვრების, ტორტების მომზადება; ** მენიუს გადახალისება, ახალი პროდუქტების დამატება; ** პროდუქციისა ხარისხის შემოწმება; ** მარაგების კონტროლი; ** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით სასურველია; ** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა; ** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში, 2 დასვენების დღე ანაზღაურება: 1500-2000 ლარი, კვალიფიკაციიდან გამომდინარე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: jobs@august.com.ge ან დარეკეთ ნომერზე:568 40 48 92
სტამბა აცხადებს ვაკანსიას გრაფიკოს-დიზაინერი/პრეპრესის სპეციალისტის პოზიციაზე.
პირობები:
** ანაზღაურება: 2000 ლარი ** სამუშაო დრო: 16:30-24:00, ორშაბათი-პარასკევი. ** სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი თბილისში, ნაწილობრივ დისტანციური
თანამშრომლის მოვალეობებში შევა დიზაინების ბეჭდვისთვის გამზადება.
სამუშაო პროგრამები:
** Corel Draw ** Illustartor ** Photoshop
აუცილებელი მოთხოვნები:
** გამოცდილება ამ სფეროში. ** პასუხისმგებლობების მაღალი დონე ** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: printofficetbilisi@gmail.com
,,Grill More'' აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
მისამართი: ქავთარაძის N39 / ი. ჭავჭავაძის გამზ. N10
ანაზღაურება: 2200 ლარი სამუშაო საათები: 12:00 - 00:00 დასვენება კვირაში 2 დღე. ტრანსპორტირებას და კვებას უზრუნველყოფს კომპანია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
რამოდენიმე სახეობის ბურგერის დამზადების პრაქტიკა ნახშირისა და დენის გრილთან მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე/სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება სასურველია პროფესიული განათლება თანამედროვე სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა მუშაობის პერიოდში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ.მისამართზე: info.grillmore@gmail.com
"პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას კარიერის მართვის კოორდინატორის პოზიციაზე.
"პროფესიული უნარების სააგენტო" არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული, თანამედროვე პროფესიული უნარებისა და ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროფესიული განათლების საფეხურზე სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და შრომის ბაზარზე ტრანზიციის ხელშემწყობი სერვისების განვითარების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის კოორდინაცია; ** პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობაზე ორიენტირებული სერვისების შემუშავების პროცესების კოორდინაცია; ** პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშემწყობი სერვისების დანერგვის მხარდაჭერისა და მონიტორინგის პროცესების კოორდინაცია; ** პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა დასაქმებასა და შრომის ბაზარზე წარმატებული ტრანზიციის ხელშემწყობი სერვისების განვითარების პროცესების მხარდაჭერა; ** პროფესიული განათლების საფეხურზე კარიერის მართვის სერვისების განვითარების კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესების კოორდინაცია; ** პროფესიული განათლების საფეხურზე კარიერის მართვის დივერსიფიცირებული სერვისების სტანდარტების შემუშავება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით; ** პროფესიული განათლების საფეხურზე კარიერის მართვის დივერსიფიცირებული სერვისების შემუშავების პროცესების კოორდინაცია; ** პროფესიული განათლების საფეხურზე კარიერის მართვის დივერსიფიცირებული სერვისების დანერგვის მხარდაჭერისა და შეფასების პროცესების კოორდინაცია; ** სოციალურად მოწყვლადი სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებზე ორიენტირებული კარიერის მართვის სერვისების დანერგვისა და მხარდაჭერის პროცესების კოორდინაცია; ** პროფესიულ სტუდენტებში კარიერის მართვის უნარების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების დანერგვისა და მხარდაჭერის პროცესების კოორდინაცია; ** პროფესიული განათლების საფეხურზე კარიერული განათლების სერვისების შემუშავებისა და დანერგვის პროცესების მხარდაჭერა; ** კარიერის მართვის ონლაინ სერვისების შემუშავების, დანერგვისა და განვითარების პროცესების კოორდინაცია; ** პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიების აღწერილობების შემუშავების პროცესებში ჩართულობა; ** კარიერის მართვის სერვისების ბენეფიციართა საჭიროებათა კვლევისა და შეფასების პროცესების კოორდინაცია; ** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კარიერული კონსულტანტების სამუშაო აღწერილობებისა და ფუნქცია-მოვალეობების შემუშავება დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციით; ** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა, მათ შორის, კარიერული კონსულტანტების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ღონისძიებების კოორდინაცია; ** კარიერის მართვის მიმართულებით არსებულ საერთაშორისო ქსელებთან თანამშრომლობა; ** პროფესიული განათლების დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ** სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა.
** მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, ფსიქოლოგიაში, განათლების ადმინისტრირებასა ან სხვა მომიჯნავე მიმართულებებში; ** კარიერის მართვის სერვისების დანერგვისა და განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; ** ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; ** სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებაზე ორიენტირებული სერვისების განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების დაგეგმვისა და ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** შეფასებისა და მონიტორინგის კვლევების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; ** მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა; ** კარიერის მართვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** MS Office საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა; ** ინგლისური ენის საფუძვლიანად ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი; ** ქართულ და ინგლისურ ენებზე აკადემიური წერის უნარი; ** ანალიტიკური უნარები, მათ შორის, მონაცემთა ანალიზის და ინტერპრეტირების უნარები; ** განსჯის, გადაწყვეტილების მიღებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის როგორც წერითი, ისე ვერბალური უნარები; ** ორგანიზაციული უნარები; ** გუნდური მუშაობისა და სოციალური უნარები; ** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი.
თანამდებობრივი სარგო: 2800 (დარიცხული) გამოსაცდელი ვადა: 6 თვე სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@geoskills.ge 2022 წლის 21 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.
"პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას კვლევის მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.
** პროფესიული უნარების სააგენტოს კვლევების მიმართულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; ** პროფესიული განათლების განვითარების მიზნით არსებული რეგულარული კვლევების დაგეგმვისა და ადმინისტრირების პროცესების მართვა; ** პროფესიული უნარების სააგენტოს განვითარებაზე ორიენტირებული კვლევების დაგეგმვა და ადმინისტრირების პროცესების მართვა; ** პროფესიული განათლების წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ კვლევითი აქტივობების მართვა; ** დარგობრივი უნარების ორგანიზაციების საჭიროებების შესაბამისად კვლევების დაგეგმვა და ადმინისტრირების პროცესების კოორდინაცია; ** შრომის ბაზრის კვლევების დაგეგმვისა და ადმინისტრირების პროცესების მართვა; ** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება კვლევითი კომპეტენციებისა და კვლევითი სერვისების განვითარების მიმართულებით; ** კვალიფიკაციების განვითარებისა და გადამუშავების მიმართულებით კვლევითი კომპონენტების დაგეგმვა და მართვა; ** პროფესიული განათლების მასწავლებელთა საჭიროებათა კვლევის დაგეგმვისა და ადმინისტრირების პროცესების მართვა; ** პროფესიული განათლების რეგულარული კვლევების, მათ შორის, კურსდამთავრებულთა, დამსაქმებელთა კმაყოფილების, პროფესიული განათლების შესახებ საზოგადოებრივი აზრის და სხვა კვლევების დაგეგმვისა და ადმინისტრირების პროცესების კოორდინაცია; ** პროფესიული განათლების საფეხურზე ემპირიული მონაცემების სისტემატიზაციის მიზნით მხარდამჭერი ელექტრონული პლატფორმების განვითარების პროცესების კოორდინაცია; ** პროფესიული უნარების სააგენტოს შეფასებისა და მონიტორინგის კვლევების დაგეგმვისა და ადმინისტრირების პროცესების მართვა; ** პროფესიული უნარების სააგენტოს სერვისების ეფექტურობის შეფასებისა და განვითარების საჭიროებების კვლევის პროცესების მართვა; ** პროფესიული განათლების არსებული და პოტენციური ბენეფიციარების საჭიროებების კვლევა მათი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით; ** პროფესიული განათლების დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა; ** სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა.
** მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, განათლების ადმინისტრირების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით ** განათლების კვლევების მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** განათლების კვლევების დაგეგმვისა და ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; ** რაოდენობრივი კვლევების დაგეგმვისა და ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; ** თვისებრივი და სამაგიდე კვლევების დაგეგმვისა და ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანის სამუშაო გამოცდილება; ** რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტების კონსტრუირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; ** რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ანგარიშების მომზადების არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** შეფასებისა და მონიტორინგის კვლევების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; ** პროფესიული განათლების კვლევების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის პროგრამების (მათ შორის SPSS) საფუძვლიანი ცოდნა; ** MS Office საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი; ** ქართულ და ინგლისურ ენებზე აკადემიური წერის უნარი; ** ანალიტიკური უნარები, მათ შორის, მონაცემთა ანალიზის და ინტერპრეტირების უნარები; ** განსჯის, გადაწყვეტილების მიღებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის როგორც წერითი, ისე ვერბალური უნარები; ** ძლიერი ორგანიზაციული უნარები; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი.
თანამდებობრივი სარგო: 3600 (დარიცხული) გამოსაცდელი ვადა: 6 თვე სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
შპს "გამა" წარმოადგენს ქართულ ფარმაცევტულ საწარმოს, რომლის მისიაა შექმნას მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქტი ISO-9001 და EU GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
ფარმაცევტული საწარმო "გამა" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ლილოს დასახლების მიმდებარედ (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია) სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი); 09:30 - 17:00. ანაზღაურება: 1000 - 2000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კომპეტენციებსა და სამუშაო გამოცდილებაზე).
ძირითადი ფუნქციები:
** ჩანაწერების ზუსტი და ხარისხიანი წარმოება; ** თანამშრომლებისთვის GMP სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების მონიტორინგი; ** ხარისხის განმსაზღვრელი სტანდარტებიდან გადახრების მართვა; ** რეკლამაციების პროცესის მართვა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ** რეალიზაციიდან პროდუქციის გამოთხოვნისა და ამოღების პროცესის მართვა; ** ხარისხთან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** ცვლილებების პროცესის მართვა; ** რისკების ანალიზი; ** მომწოდებლების GMP სტანდარტებთან შესაბამისობის კვალიფიკაციის დადგენა; ** დისტრიბუტორის GDP სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა; ** ვალიდაციის პროცესების მართვა; ** თვითინსპექცირების ჯგუფის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება, პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი; ** ყოველდღიური საქმიანობის წარმოება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად; ** არასტანდარტული სიტუაციების შესახებ ხელმძღვანელის დროულად ინფორმირება; ** პერიოდულად GMP ტრენინგებზე დასწრება და მიღებული ცოდნის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში გამოყენება.
** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად) ** ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად) ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი) ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (word, excel)
ძირითადი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სწავლასა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული; ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროულად შესრულების უნარი; ** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი; ** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა; ** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** კორპორატიულ დაზღვევას; ** ტრანსპორტირებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: contact@gama.ge და ველში "Subject" მიუთითოთ ვაკანსიის შესაბამისი პოზიცია, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე 557 920740.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
"პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ინკლუზიური განათლების კოორდინატორის პოზიციაზე.
** ინკლუზიური პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავების პროცესების კოორდინაცია; ** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთათვის პროფესიული განათლების ინკლუზიის პოლიტიკის, კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესების კოორდინაცია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; ** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირების პროფესიული განათლების სისტემაში ჩართვისა და ადაპტაციის ხელშემწყობი სერვისების შემუშავების, დანერგვისა და განვითარების პროცესების ხელშეწყობა; ** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მოზიდვასა და ინფორმირებულობაზე ორიენტირებული სერვისების შემუშავების, დანერგვისა და განვითარების პროცესების ხელშეწყობა; ** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა საჭიროებების შეფასების სერვისების დახვეწის, დანერგვისა და განვითარების პროცესების კოორდინაცია; ** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტების ინტეგრაციასა და სოციალიზაციაზე ორიენტირებული სერვისების შემუშავების, დანერგვისა და განვითარების პროცესების კოორდინაცია; ** სასწავლო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისების შემუშავების, დანერგვისა და განვითარების პროცესების კოორდინაცია; ** პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა შერჩევის პოლიტიკისა და სერვისების შემუშავების, გადახედვის, დანერგვისა და განვითარების პროცესების კოორდინაცია; ** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირების საჭიროებების შეფასება და კვლევა; ** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მხარდამჭერი სოციალური სერვისების/პაკეტების შემუშავების, დანერგვისა და მხარდაჭერის პროცესების კოორდინაცია; ** ინკლუზიური განათლების მიმართულებით მოღვაწე დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა ერთობლივი პოლიტიკისა და სერვისების შემუშავება-განვითარების მიზნით; ** ინკლუზიური განათლების საერთაშორისო პრაქტიკის მუდმივი ანალიზი ადგილობრივი სერვისების პერიოდულად გადახედვა-განვითარების მიზნით; ** სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა.
** უმაღლესი განათლების სოციალური მეცნიერებების, განათლების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით; ** სოციალური ინკლუზიის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** სოციალური ინკლუზიის პოლიტიკის შემუშავებისა და განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; ** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებთან ან მათზე ორიენტირებული სერვისების განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** სხვადასხვა სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული სერვისების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ახალგაზრდული სერვისების შემუშავების, დანერგვისა და განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** სოციალური ან/და განათლების რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების დაგეგმვისა და ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** MS Office საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა; ** ინგლისური ენის საფუძვლიანად ცოდნა.
** გუნდური მუშაობის უნარი; ** ქართულ და ინგლისურ ენებზე აკადემიური წერის უნარი; ** ანალიტიკური უნარები, მათ შორის, მონაცემთა ანალიზის და ინტერპრეტირების უნარები; ** სოციალური, მათ შორის გუნდური მუშაობისა და ემპათიის უნარები; ** განსჯის, გადაწყვეტილების მიღებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის როგორც წერითი, ისე ვერბალური უნარები; ** ორგანიზაციული უნარები; ** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი.
თანამდებობრივი სარგო: 2600 (დარიცხული) გამოსაცდელი ვადა: 6 თვე სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფარმაცევტული საწარმო "გამა" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
** ჩანაწერების ზუსტი და ხარისხიანი წარმოება; ** თანამშრომლებისთვის GMP სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისი ტრენინგების საჭიროების დადგენა და ორგანიზება; ** ხარისხის განმსაზღვრელი სტანდარტებიდან გადახრების მართვა; ** შემოსული მასალების ნიმუშის აღება, ტესტირება და დოკუმენტაციასთან სისწორის კონტროლი; ** წარმოების მიმდინარე პროცესის კონტროლი; ** მზა პროდუქტის ტესტირება; ** გარემო პარამეტრების კონტროლი; ** ანალიზური მეთოდების შესახებ სიახლეების და განახლებების გაცნობა და დანერგვა; ** ყოველდღიური საქმიანობის წარმოება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად; ** არასტანდარტული სიტუაციების შესახებ ხელმძღვანელის დროულად ინფორმირება; ** პერიოდულად GMP ტრენინგებზე დასწრება და მიღებული ცოდნის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში გამოყენება.
** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება ** მგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად) ** ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად) ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი) ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (word, excel)
** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროულად შესრულების უნარი; ** სწავლასა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული; ** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი; ** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა; ** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
GF ავტოსერვი ემსახურება სახელმწიფო ტენდერებს ასევე მოსახლეობას.
ცხადდება ვაკანსია პროფესიონალი ძრავის სპეციალისტის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნა:
მოჭრილი დარიცხული ხელფასი 3800 ლარი ან გამომუშავებული თანხის 50%
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577488009
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია HR4 Business დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ უსაფრთხოების სისტემების B2B გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციისთვის, რომელიც მრავალი წელია სტაბილურად და წარმატებით მოღვაწეობს მაღალი დონის IT/უსაფრთხოების სისტემებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირების მიმართულებით.
ძირითადი პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ; ** ანაზღაურება: 3000-5000 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები (გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე) ** დაზღვევა: მაღალი დონის საოჯახო პაკეტი ** პერსპექტივა: დაწინაურება მენეჯერის პოზიციაზე
** უსაფრთხოების სისტემების გაყიდვებში, ან უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** B2B სექტორში მუშაობის გამოცდილება ** უსაფრთხოების სისტემების სერვისებისა და პროდუქტების კარგი ცოდნა ** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს/ეკონომიკური ან ტექნოლოგიური განხრით; ** საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე ** ინგლისური: B2 ** მართვის მოწმობა B კატეგორია
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების გაცნობა გაყიდვების მიზნით - ზარების, მიმოწერის შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება ** გაყიდვების გეგმის მომზადება და მისი შესრულების უზრუნველყოფა. ** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, ორმხრივ მომგებიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება; ** არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება; ** მომხმარებლის ბიზნეს-პროცესების გაანალიზება და ოპტიმალური გადაწყვეტის შეთავაზება; ** მსოფლიო ბაზარზე არსებული დარგის განვითარების ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და კომპანიაში დანერგვა ** პროექტების ბიუჯეტისა და მომგებიანობის განსაზღვრა-ფასების ფორმირება; შეთავაზების მომზადება, როგორც სატენდერო ასევე არასატენდერო წინადადებებისთვის;
ძირითადი კომპეტენციები და უნარები:
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** დროის მენეჯმენტი ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** პრობლემის ფართო ხედვის უნარი;
განაცხადების მიღება მიმდინარეობს - 13 თებერვლის ჩათვლით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://goo.gl/forms/SIW2PuCl925mZeu33
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: info@hrb.ge
გისურვებთ წარმატებას!
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ კომუნიკაციების სისტემების ინჟინრის ვაკანსია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციისთვის, რომელიც მრავალი წელია სტაბილურად და წარმატებით მოღვაწეობს მაღალი დონის IT/უსაფრთხოების სისტემებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირების მიმართულებით.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ; ** ანაზღაურება: 3000-5000 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები (გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე) ** დაზღვევა: მაღალი დონის საოჯახო პაკეტი
აუცილებელია:
** უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებებიდან - ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა, ელექტრონიკა, კავშირგაბმულობა, პროგრამირება, კომპიუტერული მეცნიერებები ** მოწინავე მწარმოებლების ქსელურ და კომუნიკაციურ მოწყობილობებთან სამუშაო გამოცდილება (Alcatel-Lucent, Cisco ან Avaya) ** ქსელური, საკომუნიკაციო, IP-ტელეფონიის გადაწყვეტილებების მუშაობის პრინციპების და აწყობის ცოდნა ** VoIP პროტოკოლების სრულყოფილი ცოდნა ** Windows Server-ის საბაზისო ცოდნა ** Linux/Unix სისტემების საბაზისო ცოდნა ** ინგლისური ენის ცოდნა
სასურველია:
** ქოლ ცენტრის სისტემების ინსტალაციის და ადმინისტრირების გამოცდილება ** Asterisk სისტემის ცოდნა ** რომელიმე პროგრამირების ენის ცოდნა/სკრიპტების შექმნა ** SQL ბაზებთან სამუშაო გამოცდილება ** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** სხვადასხვა საკომუნიკაციო სისტემების ინსტალაცია/გამართვა ** დამკვეთის მოთხოვნების მიხედვით, სხვადასხვა საკომუნიკაციო სისტემების დიზაინის და ჩამონათვალის შექმნა ** დამკვეთთან ტექნიკური საკითხების დაზუსტება ** მწარმოებლებთან ურთიერთობა ტექნიკური საკითხების გადასაჭრელად ** მოწინავე მწარმოებლის ტრეინინგების გავლა (ინგლისურ და რუსულ ენებზე)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://goo.gl/forms/SIW2PuCl925mZeu33.
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ IT და ტელეკომუნიკაციის სისტემების B2B გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციისთვის, რომელიც მრავალი წელია სტაბილურად და წარმატებით მოღვაწეობს მაღალი დონის IT/უსაფრთხოების სისტემებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირების მიმართულებით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ; ანაზღაურება: 3000-5000 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები (გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე) დაზღვევა: მაღალი დონის საოჯახო პაკეტი პერსპექტივა: დაწინაურება მენეჯერის პოზიციაზე
** IT და ტელეკომუნიკაციის სისტემების გაყიდვებში ან IT და ტელეკომუნიკაციის სისტემების ტექნიკური მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** B2B სექტორში მუშაობის გამოცდილება ** უსაფრთხოების სისტემების სერვისებისა და პროდუქტების კარგი ცოდნა ** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს/ეკონომიკური, ან ტექნოლოგიური განხრით; ** საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე ** ინგლისური: B2 ** მართვის მოწმობა B კატეგორია
სასტუმრო "მირა ვერე" აცხადებს სასტუმროს მენეჯერის ვაკანსიას.
ფუნქციები და მოვალეობები:
** ეფექტური მართვა და ოპერირება; ** მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება; ** სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა; ** სამუშაო პერსონალის მართვა, ** სასტუმროსთვის და რესტორნისთვის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალის შერჩევა; ** საოპერაციო სტანდარტების შემუშავება და დანერგვა; ** სასტუმროს პოპულარიზაცია, სარეალიზაციო არხების იდენტიფიცირება და მართვა; ** არსებული პროდუქტების/სერვისების ხარისხის კონტროლი და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა; ** უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მართვა და მონიტორინგი;
** უმაღლესი განათლება ** (სასტუმროს/რესტორნის) სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
პერსონალური უნარ-ჩვევები:
** პერსონალის მართვის უნარი, კომუნიკაბელურობა ** რესურსების ეფექტური გამოყენება, შედეგზე ორიენტირებულობა ** პასუხისმგებლობის მქონე, ორგანიზებული
ანაზღაურება: 3000 ლარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: hr@mira-hotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება გენერალური მენეჯერი
"სნექი" აცხადებს ვაკანსიას გარე ლოკაციაზე პრომო/გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ახლად დამზადებულ არაქისის კარაქს, დანამატების გარეშე. გრაფიკი: კვირაში 4 დღე, დღეში 6 საათი. ანაზღაურება: 2500-დან 3500 ლარამდე მოვალეობები: ** მომხმარებლებისთვის დეგუსტაციის შეთავაზება კომპანიის მიერ დაწესებული სერვისის სტანდარტების მიხედვით. ** გაყიდვების ზრდა მოთხოვნები: ** მომსახურების სფეროში გამოცდილება ** სქესი არ არის შეზღუდული. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV მისამართზე: eazy.nutz@gmail.com ვებგვერდი: https://www.snacky.ge/
სადისტრიბუციო კომპანია შპს "მაიკომფორტჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, კახეთი. მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა B კატეგორია ** ასაკი 19 წ-დან 30 წ-მდე ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** უნდა საუბრობდეს გამართული და კულტურული ლექსიკით ** უნდა იყოს ამბიციური და აქტიური ანაზღაურება შეადგენს 1000-დან 2500 ლარის ჩათვლით. პერსპექტივა: შრომის მოყვარე და ამბიციურ თანამშრომელს შესაძლებლობა ეძლევა დაწინაურების რამდენიმე მიმართულებით რაც გულისხმობს ავტომატურ ანაზღაურების ზრდას დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნეთ mycomfortgeorgia@gmail.com
საინფორმაციო ცენტრების ქსელი [ICN] პროექტისთვის „მთის ამბები“ თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
მოთხოვნები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა; გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები: სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია; ICN-ის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა; ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია; სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.