ვაკანსიის დასახელება | გრაფიკული დიზაინერი | მომწოდებელი | Appidea |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | 2000 |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
"Appidea" 2014 წელს დაარსდა და ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანიაა სექტორში, რომელიც მსოფლიო ბაზრისთვის ქმნის მაღალი სტანდარტის მობილურ თამაშებს. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, კიევსა და ლონდონში. მისი პორტფოლიო მოიცავს 16 თამაშს და 2 აპლიკაციას. "Appidea"-ს ყველაზე წარმატებული თამაში არის "Pixel Sword Fish io" რომლის გადმოწერების რაოდენობა 12 მილიონს აჭარბებს.
"Appidea" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე
მინიმალური მოთხოვნები:
არსებითი გამოცდილება Adobe Illustrator-ში.
არსებითი გამოცდილება Adobe Photoshop-ში.
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
კომპიუტერული და მობილური თამაშების მიმართ ინტერესი.
კრეატიულობა.
გუნდური მუშაობის უნარი.
პლუსად ჩაითვლება:
გრაფიკული პლანშეტით (დიჯიტაიზერით) ხატვის უნარი
გამოცდილება "Unity Engine"-ში.
გამოცდილება მობილური აპლიკაციების და თამაშების შექმნაში.
სამუშაო განრიგი: სრული (10:00სთ-დან 19:00სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა).
ანაზღაურება: 1000-2000 ლარი, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით, მომავალში ზრდის პერსპექტივით + ბონუს სისტემა.
დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და აგრეთვე პორთფოლიო თქვენს ნაშრომებზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@appidea.com და "Subject"-ად მიუთითოთ “Graphic designer".
მხოლოდ CV პორტფოლიოს გარეშე არ განიხილება