ვაკანსიის დასახელება | კანცელარიის სპეციალისტი | მომწოდებელი | ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჰოსპიტალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საქმისწარმოების პროცედურების, დოკუმენტირების სტანდარტებისა და კორესპონდენციის ბრუნვის სისტემის შექმნა, დანერგვა და კონტროლი;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, დროულად გადანაწილება, შენახვის და დანიშნულებისამებრ გაგზავნის უზრუნველყოფა
** დოკუმენტების შინაარსის მიხედვით სააღრიცხვო/საცნობარო ელექტრონული და ბეჭდური რეესტრის წარმოება
** შემოსული დოკუმენტების დროული განხილვის, განაწილებისა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენის ორგანიზება
** დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულების კონტროლი
** დოკუმენტების შენახვა/არქივირება
** დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა - დაბეჭდვის, ასლების გადაღების და ოპერატიული გამრავლების უზრუნველყოფა
** საფოსტო-საკურიერო კომპანიებთან ურთიერთობა
** საქმისწარმოების საკითხებზე თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება, კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების B1 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა;
** საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის საუკეთესო უნარები
** გაწონასწორებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.