ვაკანსიის დასახელება | დისპეტჩერი | მომწოდებელი | იბერია რეფრეშმენტსი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან . ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დროული მიტანის ორგანიზება და კურირება;
** კომპანიის სადისტრიბუციო მარშრუტებზე მძღოლების კოორდინაციის გაწევა და მონიტორინგი;
** მარშუტიზაციის შესრულება - შეკვეთების ოპტიმალურად განაწილება მარშრუტების ჭრილში სხვადასხვა პარამეტრების გათვალისწინებით;
** სასაქონლო ტვირთის ეფექტურად გადანაწილება მარშრუტებზე, მძღოლებზე და მათ დამხმარეებზე;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება მარშრუტებისთვის და მათი დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტების წარმოება მძღოლების შესრულების მაჩვენებლების/მახასიათებლების მიხედვით, მობრუნებული / არ მიტანილი საქონლის შესახებ და სხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება და MS Office კარგი ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პუნქტუალურობა, შრომისუნარიანობა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები: ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "დისპეტჩერი" უნდა იყოს მითითებული მეილის სათაურში ("subject"-ში) დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.