ვაკანსიის დასახელება | უმცროსი ბუღალტერი | მომწოდებელი | იბერია რეფრეშმენტსი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოებული პროდუქციის დანახარჯების ასახვა 1C პროგრამაში, წარმოების დეპარტამენტიდან მოსული ინფორმაციის საფუძველზე;
** თვითღირებულების დათვლის პროცესში ჩართვა;
** სხვადასხვა ტიპის ხარჯების ასახვა პროგრამაში;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული მიმართულებით;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა, უპირატესობა მიენიჭება 1C 8.3-ში მუშაობის გამოცდილებას;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე არანაკლებ 2 წელი;
** სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან მარტივად ადაპტირების უნარი;
** გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება " უმცროსი ბუღალტრი" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 11.06.2022