ვაკანსიის დასახელება | წარმოებისა და იმპორტის დაგეგმარების მენეჯერი | მომწოდებელი | იბერია რეფრეშმენტსი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას წარმოებისა და იმპორტის დაგეგმარების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ორხევი, თეთრი ხევი ჰესის დასახლება
კომპანიის შესახებ:
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
** ნედლეულისა და საბაჟო საწყობის ოპერაციების ზედამხედველობა.
** საწყობის სამუშაო პროცესების დაკვირვება და ახალი სამუშაო პროცესების დამკვიდრება
** წარმოებაში არსებული ნედლეულის, ინგრედიენტებისა და მასალების ნაშთების კონტროლი.
** წარმოების დღიური/კვირის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა.
** წარმოების გეგმის საფუძველზე საჭირო ნედლეულის, ინგრედიენტებისა და მასალების შეკვეთის განთავსება და გაფორმება.
** საწყობიდან ნედლეულის, ინგრედიენტებისა და მასალების საჭირო რაოდენობით გადმოტანა/მიღება და ჩანაწერების წარმოება.
** უზრუნველყოფა წარმოების, ნედლეულითა და მასალებით მომარაგება ოპერაციების უწყვეტი ციკლის შესანარჩუნებლად.
** იმპორტირებული მზა პროდუქციის ნაშთების კონტროლი
** გეგმების შესაბამისად იმპორტირებული მზა პროდუქციის შეკვეთების ფორმირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს სფეროში მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია რუსული/ინგლისური ენის ცოდნა
** უმაღლესი განათლება
პიროვნული თვისებები:
** სწავლაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი და მიზნებზე ორიენტირებული
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მოთამაშე
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "წარმოებისა და იმპორტის დაგეგმარების მენეჯერის " უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 31.03.2022