ვაკანსიის დასახელება | წინა ხაზის თანამშრომელი | მომწოდებელი | PAUL |
სამუშაო დრო | ნახევარი განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
ტელეფონი | +995 558 10 76 76 | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
ფრანგული რესტორანი PAUL აცხადებს ვაკანსიას წინა ხაზის თანამშრომლის პოზიციაზე.
PAUL- ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება იმავე მაღალი სტანდარტების შესაბამისად, რითიც ფრანგული პური გაითქვა მთელ მსოფლიოში.
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება;
სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
სტუმრის ეფექტური მომსახურება რესტორნის სტანდარტების მიხედვით;
მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
რესტორანში შემუშავებული, კოვიდპანდემიის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
რესტორნის მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
დეტალებზე ორიენტირებულობა
დროის მართვისა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
სამუშაო გრაფიკი: ცვალებადი (დღის სხვადასხვა მონაკვეთში); შესაძლებელია შეთანხმება სწავლასთან და სხვადასხვა აქტივობებთან;
ანაზღაურება დამოკიდებულია საათების რაოდენობაზე + ,,ჩაი''
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შემოგვიერთდით!
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Giorgigogoladzee90@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (,,წინა ხაზის თანამშრომელი''), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 558 10 76 76
რესტორანი PAUL გისურვებთ წარმატებებს!