ვაკანსიის დასახელება | წარმოების მენეჯერი | მომწოდებელი | სანდომი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | 1500 |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის, მთავარი პრიორიტეტებია მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა
ანაზღაურება: 800-დან 1500 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან წარმოების მენეჯმენტის განხრით;
** სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე;
** ადამიანების მართვის უნარი;
** სასურველია არამწეველი.
მოვალეობები:
** წარმოების აღრიცხვა;
** ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** პერსონალის მართვა და დავალებების მიცემა;
** გამოწვეული პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
არაქართულ ენაზე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.