ვაკანსიის დასახელება | კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი | მომწოდებელი | ბაუმა |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა |
|
კომპანია "ბაუმა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ბაუმა აგრარული ტექნიკის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც 5 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე. სრული ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://bauma.ge/
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, (ლ. კაჩინსკის ქ. N1)
სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 18:00
ვაკანსიის ბიუჯეტი: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გუნდს და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომპანიის ავტომობილს;
** კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტი);
** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** გისურვებთ წარმატებას!
ფუნქცია/მოვალეობები:
** კორპორატიული ბაზრის კვლევა და ტენდენციების ანალიზი;
** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** არსებულ და პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, კერძო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან აქტიური ურთიერთობა;
** კორპორატიული კლიენტების ბაზის მოძიება, შექმნა/განახლება;
** ყოველთვიური სარეალიზაციო გეგმის შესრულება და კორპორატიული კლიენტების ბაზაში არსებული კომპანიების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა;
** სატენდერო პროექტებში მონაწილეობა;
** გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით, კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის გზით, გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** პროდუქციის შესწავლა/ათვისება; არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** 1С პროგრამაში მუშაობა;
** ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება, მენეჯმენტთან წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება);
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია 1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოებისა და არგუმენტირების უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზების და დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: a.bikashvili@bauma.ge, ხოლო სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.