ვაკანსიის დასახელება | ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი | მომწოდებელი | ნავნე |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები.მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.
კომპანია "ნავნე"აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილებიდან გამომდინარე)
ძირითადი მოვალეობები:
** ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
** კომპანიის მართვაში არსებული ობიექტების მონიტორინგი;
** თანამშრომლების სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
** დარღვევების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სასურველია IVMS პროგრამაში გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.