ავტონაწილების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი "ავტოელემენტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: 10-დან 19 სთ-მდე (კვირა დასვენება)
** ანაზღაურება: თვეში 700 ლარი ფიქსირებული
** სამუშაო ადგილი: დისტანციური
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტების მოთხოვნების მონიტორინგი;
** პარტნიორებთან გამავალი ზარების განხორციელება და ნაშთების დაზუსტება;
** შემომავალი ზარების მიღება და მომხმარებლის სრულყოფილად ინფორმირება;
** ყოველდღიური რეპორტინგი;
** ყოველთვიური გეგმის შემუშავება და ანალიზი.
აუცილებელი უნარები:
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ავტომობილების სიყვარული ასევე ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: muradbartishvili@gmail.com
განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის 2021 წლის 15 დეკემბერი.