Unfound Door - Design Hotel აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ქალაქში ახალ უნიკალური სივრცის შესახებ.
Unfound Door Design Hotel
სადაც ყოველ კარს თავისი ისტორია აქვს და უნიკალური დიზაინით გაფორმებულ ოთახში იღება.
სასტუმრო მდებარეობს, თბილისში, დ.აღმაშენებლის გამზირზე.
მე-19 საუკუნის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოხატული სადარბაზოთი. დიზაინში აქცენტი გაკეთებულია სიძველის შენარჩუნებასა და ავთენტურობის წარმოჩენაზე. მოხვედრისთანავე იგრძნობა ნოსტალგია, მისტიკა და არტისტიზმი, ანუ ყველაფერ ის, რაც ძველი თბილისის გასაღებია.
ადამიანები კი, რომლებიც აქ დაგხვდებიან, ქმნიან გარემოს, რომელიც სრულიად მოულოდნელია.
ვაკანსიის დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Unfound Door Hotel
ხელფასი: 700 ლარი + ბონუსი
Job Offer
-
სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება
-
ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით
-
ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით, ასევე სასტუმროს ვებ გვერდის მეშვეობით
-
ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე
-
მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია სასტუმროს ვებ-გვერდის და პლათფორმების მეშვეობით
-
შემოსული სატელეფონო ზარების და ელ. ფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
-
სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
-
რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
პიროვნული თვისებები:
-
მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
-
კომუნიკაბელურობა
-
პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
-
მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში
-
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
-
სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: stay@unfounddoor.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
"Unfound Door - Design Hotel" გისურვებთ წარმატებებს!