ხელფასი
Mმედი 22 აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შევუწყობთ გრაფიკს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: bavshvta22@gmail.com
თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია. Username: Password:
ჰოსტელი "ფაბრიკა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება; ** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა; ** მაგიდის და ჭურჭლის მომზადება; ** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება; ** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საჭირო უნარები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; ** განათლება კვებისა და სასმელის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; ** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fabrikatbilisi.com და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, რომ კომპანიამ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ბოდილაინი" 2009 წელს დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს ლიდერობას ლაზერული ეპილაციის, კოსმეტოლოგიისა და სხვა ესთეტიკური პროცედურების დარგში. კომპანიის მიზანია მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი და მრავალფეროვანი მომსახურება სამედიცინო ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევების საშუალებით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს: http://bodyline.ge
„ბოდილაინი“ აცხადებს „ ადმინისტრატორის რეზერვის“ ვაკანსიას თბილისში.
მოთხოვნები :
უმაღლესი განათლება (სტუდენტი) საოფისე პროგრამების ცოდნა მკაფიო და გამართული მეტყველება კომუნიკაბელური გუნდური მუშაობის უნარი ენები :
ინგლისური
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენიCV-ფოტოსურათით მისამართზე: anano@bodylinetbilisi.com ფოტოსურათის გარეშე, თქვენი მონაცემები არგანიხილება. სათაურის ველში (subject_ში ) გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ხუთი თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
"Xs სათამაშოები" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში, "თბილისი მოლში".
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
** მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; ** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა; ** სალარო აპარატთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება; ** გამოცდილება გაყიდვების სფეროში; ** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო Greenwood Hotel აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე ბაკურიანშიმთავარი პასუხისმგებლობა: სასტუმრო Greenwood Hotel-ის სამზარეულოში ხარისხიანი პროდუქტის მომზადება და საქმის ეფექტურად შესრულება.ძირითადი მოვალეობები:
ანაზღაურება: 800 ლარი
ბენეფიტები:
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: greenwoodhotel@yahoo.comსაკონტაქტო ტელეფონი: +995 557671100კონცეფციაზე უკეთესი წარმოდგენის შექმნისთვის იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/HotelGreenWood
არქიტექტურული (საპროექტო) კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მოთხოვნები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00.
მისამართი: ქ. თბილისი, ჭაბუკიანის ქ. N2 („სააკაძე თაუერსის შენობა“)
ტელეფონი: +995 599 17 60 90
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: officeimaxgroup@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
"ვაკის საცურაო აუზი" საქართველოში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი საცურაო აუზი, ორი სატრენაჟორო დარბაზით, 2004 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ფიტნესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სფეროში. ვაკანსიის დასახელება: ჰიგიენის განყოფილების თანამშრომელი ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ბ სამუშაო გრაფიკი: ცვლებში: ა) I ცვლა - 07:30 - 14:30; ბ) II ცვლა - 14:30 - 21:30 ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები) სქესი: მდედრობითი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** აუზის ტერიტორიაზე ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი; ** ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების სწორად მოხმარება/განაწილება; ** კლიენტების საჭიროებებზე დროული რეაგირება. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლიანი ** შრომისმოყვარე ** გუნდური ** კეთილგანწყობილი/მომხმარებლებზე ორიენტირებული თანამშრომლებს ვთავაზობთ: ** კეთილგანწყობილ და გუნდურ გარემოს; ** აუზით უფასოდ სარგებლობას. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვწერეთ მეილზე: hr@vsp.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 571 00 90 01; 574 07 63 14. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
თანამედროვე განათლების აკადემია არის კერძო სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც ვქმნით ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს. ჩვენი პრიორიტეტია მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება. აკადემიაში მიდგომები არის მოსწავლეზე ცენტრირებული.
სკოლამდელი განათლების აკადემია, თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას საბავშვო ბაგა-ბაღის მასწავლებლის (ინგლისური ენის კომპეტენციით) თანამდებობაზე.
სამუშაო დატვირთვა და ხანგრძლივობა: სრული სამუშაო დღე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10.08.2021 სამუშაოს დაწყების თარიღი: 16.08.2021
სამუშაოს აღწერილობა:
** სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და ზრუნვა მის განვითარებაზე; ** სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით; ** მშობლებთან კომუნიკაცია; ** სასწავლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. ** პასუხისმგებელია ჯგუფის სისუფთავესა და აღსაზრდელთა ჰიგიენაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; ** სკოლამდელ დაწესებულებაში აღმზრდელად/მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტების, რეგულაციებისა და დოკუმენტების ცოდნა (აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები, ბავშვის უფლებათა კონვენცია, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შეფასების ფორმა) ცოდნა; ** ქართული ენის გამართულად ფლობა; ** ინგლისური ენის ცოდნა (B2) ** ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა, დისციპლინირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარების მოტივაცია; ** კომუნიკაბელურობა, გუნდში და გუნდთან მუშაობის უნარები; ** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები; ** კომპიუტერული პროგრამების ფლობა სამომხმარებლო დონეზე.
კონკურსში მონაწილეობა კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
** სამოტივაციო წერილი ** მინიმუმ 1 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
შერჩევის პროცედურა: კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატთა შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება კანდიდატის პედაგოგიური უნარები და ინგლისური ენის კომპეტენცია.
გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტით: info@cea.ge
კომპანია "ქარფესტი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების ტექნიკური ექსპერტის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - ავტომობილების შეძენა საზღვარგარეთ გამართულ აუქციონებზე და მათი ტრანსპორტირება, აგრეთვე საქართველოში მყოფი ავტომობილების შეძენა.
** დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულების შეფასება.** ავტონაწილების(ახალი, მეორადი) მოძიება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.** ავტომობილების შერჩევის, შეძენის და შეკეთებისა პროცესში მონაწილეობა.
აუცილებელი უნარები:
** მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების/ავტონაწილების კარგად ცოდნა.** ავტონაწილების ბაზრის (ახლები, დაშლილები, საქართველო, უცხოეთი) კარგად ცოდნა.** ავტომობილის ხელოსნებთან ურთიერთობის და მანქანების შეკეთების გამოცდილება.** ამერიკის აუქციონებთან (Copart, IAAI) მუშაობის გამოცდილება.** სასურველია ამერიკიდან მანქანების ჩამოყვანის, შეკეთების და გაყიდვის გამოცდილება.** დეტალებზე ორიენტირებულობა.** ორგანიზებულობა.** დროის მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი და პირობები:
** 8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე.** ფიქსირებული ანაზღაურება.** კარიერული და პიროვნული ზრდის კარგი შესაძლებლობა.** მეგობრული გუნდი და ატმოსფერო.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@carfest.ge 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ავტომობილების ტექნიკური ექსპერტი".
კომპანია "ქარფესტში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ქარფესტის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
"წისქვილი ჯგუფი" ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისსა და წყნეთში წარმოდგენილ, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე.
წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - "ქართულს". ამის პარალელურად, არც თანამედროვე ტენდენციებს ჩამორჩება და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს ჩვენს ფილიალებში. კომპანიას, მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით, არსებობის დღიდან აქვს მიღებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდოები (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) და მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ "წისქვილი ჯგუფის" პროფესიონალებით დაკომპლექტებულ დიდ გუნდში გვაქვს ბრენდ-შეფის ვაკანტური პოზიცია.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის 99 გრაფიკი: 5 დღიანი, სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** სოციალური ქსელებისთვის აქტივობების კალენდრის შემუშავება მარკეტინგის წლიურ კალენდარზე დაყრდნობით და მისი აღსრულება, ** სოც ქსელებში პოსტების განთავსება; ** ქოფის წერა პოსტებისთვის დადგენილი საკომუნიკაციო სტანდარტის შესაბამისად; ** პოსტების ვიზუალებისთვის რეფერენსების მომზადება და დიზაინერთან ერთად მუშაობა ვიზუალის შექმნაზე; ** ინბოქსში შემოსულ მესიჯებზე და პოსტების კომენტარებზე პასუხი; ** შემოსული რეკლამაციების კოდირება და სტატისტიკის წარმოება; ** სარეკლამო ბიუჯეტის მართვა, მომხმარებელთა სწორი სამიზნე ჯგუფების გამოყოფა, სარეკლამო დანახარჯების ეფექტიანობის ზრდაზე ზრუნვა. ** სოციალურ ქსელში აქტივობების შედეგად მიღწეული პარამეტრების ანალიზი და რეპორტინგის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; სასურველია მსგავს სფეროში; ** სასურველია უმაღლესი განათლება - მარკეტინგის მიმართულებით; ** დიჯითალ მარკეტინგის მიმართულებით ტრეინინგები ჩაითვლება უპირატესობად ** ქართული-მშობლიური, ინგლისური ენა - კარგად, სასურველია რუსული ენის ცოდნა ** Facebook ads/business Manager ** Photoshop - საბაზისო ცოდნა ** სასურველია: Google Analytics, Google Ads -ის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** საქმის წინასწარ დადგენილი სტანდარტების დაცვით შესრულების უნარი; ** პასუხისმგებლობა და ინიციატივის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება;
თუ გსურთ შეუერთდეთ წისქვილი ჯგუფის გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სოციალური მედიის მენეჯერი".
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.
სასტუმრო სტანცია ყაზბეგი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება; ** კომპანიის სოციალური არხების (facebook, instagram და სხვ.) განვითარება და მართვა; ** მარკეტინგული კამპანიების შექმნა კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით; ** განხორციელებული ონლაინ კამპანიის ეფექტურობის შეფასება და მენეჯმენტთან რეპორტინგი; ** მომხმარებელთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; ** მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებზე დროული რეაგირება; ** მიმდინარე და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსება; ** კომპანიების სოციალური გვერდების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი; ** სარეკლამო პლატფორმებზე კომპანიის რეკლამის განთავსება; ** სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაცია; ** მულტიმედიური რეკლამების მიმოხილვა და სარეკლამო კამპანიების მინიტორინგი სამომავლო მარკეტინგული კამპანიების დასაგეგმად;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, სოციალური მედიის მართვის მიმართულებით. ** ონლაინ კონტენტის შექმნის მიმართულებით გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** კრეატიული; ** ორგანიზებული; ** კომუნიკაბელური; ** შემოქმედებითი აზროვნების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გასაუბრების შედეგების მიხედვით სამუშაო ადგილი: სტეფანწმინდა, (ყაზბეგი) ცენტრი
კვება, საცხოვრებელი, მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროს მიერ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr.stancia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი კითხვების შემთვევაში დაგვიკავშირდით +995 551 94 88 00.
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „ბოდილაინი“ 2009 წელს დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს ლიდერობას ლაზერული ეპილაციის, კოსმეტოლოგიისა და სხვა ესთეტიკური პროცედურების დარგში. კომპანიის მიზანია მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი დამრავალფეროვანი მომსახურება სამედიცინო ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევების საშუალებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს:
http://bodyline.ge
„ბოდილაინი“ აცხადებს “დამლაგებლის“ ვაკანსიას თბილისში.
ჰიგიენის დაცვა კლინიკაში. მასალების აღრიცხვა
გუნდური მუშაობის უნარი. საქმეზე ორიენტირებული. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა .
ანაზღაურება : დღიური 30 ლარი
სამუშაო საათები : 12:00_20:00
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
** მომხმარებლის სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება ** ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტების, პროცედურების და ტარიფების შესახებ ** შეკვეთების მიღება და დაფიქსირება ** ამანათების კონტროლი და მათი მიმდინარე სტატუსის მონიტორინგი ** პრობლემის დროულად იდენტიფიცირება და მისი ოპერატიულად მოგვარება
** ინგლისური და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა ** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში საბაზისო დონეზე მუშაობის უნარი ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** თბილისის ქუჩების მინიმალურ დონეზე ცოდნა ** გამართული მეტყველება ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** პუნქტუალურობა ** დროის ეფექტიანად მართვის უნარი ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული ** ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი ** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათი: 10:00-14:00
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე ** გასაუბრება
აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@onway.delivery, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლცენტრის ოპერატორი".
არქიტექტურული (საპროექტო) კომპანია „აიმაქს გრუპი“ აცხადება ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00. (შესვენება 1 საათი)
"Dream House - დრიმ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის (ბროკერის) პოზიციაზე. მისამართი: თბილისი, საბურთალო, ალექსიძის 7 სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (11:00-დან 19:00-მდე, შაბათი 11:00-დან 16:00-მდე) ანაზღაურება: საპროცენტო განაკვეთი (50%) დამატებითი ბონუსები. ძირითადი მოვალეობები: ** გაყიდვების ხელშეწყობა, რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა. ** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრა და ახალი მომხმარებლების მოძიება; ** განცხადებების ატვირთვა. ** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმოება ** მონაცემთა ბაზების წარმოება, ** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საჭიროა გამართული კომუნიკაციის უნარი; ** სასურველია უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში გამოცდილება; ** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში; ** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. პიროვნული თვისებები/უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მიზანდასახულობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: Dreamhousegeo@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 568 580808 გისურვებთ წარმატებებს!
სამშენებლო კომპანია „შენი სახლი ლისზე“, აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ.3
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე ორშაბათი-პარასკევი
შაბათი: 11:00 -18:00 საათამდე
პოზიციის მიზანია უძრავი ქონების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.
გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე 1 წელი (მაგ. სერვის ადმინისტრატორი, გაყიდვების მენეჯერი, საკრედიტო ოფიცერი, განვადების მენეჯერი, კლიენტების მომსახურების ოპერატორი და სხვა) უმაღლესი განათლება. ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი) რუსული სასაუბრო; (MS Word; MS Excel)
ფუნქციები
კლიენტებთან კომუნიკაცია, როგორც სატელეფონო ასევე წერილობითი სახით - პროდუქტის შეთავაზება. კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება. მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა. დაინტერესებული მომხმარებლისთვის, სარეალიზაციო ქონების თაობაზე სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება. გაყიდვების სტატისტიკის წარმოება. მარკეტინგის და გაყიდვები სამსახურის მხარდაჭერა.
ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა) მომხმარებლების მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება); ინიციატივის გამოჩენის უნარი გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია) გამართულად მეტყველების და წერის უნარი დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, ემოციური წონასწორობა; მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა, პუნქტუალურობა როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი პასუხისმგებლობის გრძნობით
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
CV – ს განხილვა შიდა ტესტირება გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.jiqiahouse@gmail.com;
აუცილებელია, დანიშნულებაში მიუთითოთ „გაყიდვების მენეჯერი - „შენი სახლი ლისზე“
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 იანვარი.
სასტუმრო "სტანცია ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიებს მიმტანის დამხმარეს პოზიციაზე.
მდებარეობა: სტეფანწმინდა.
** მიმტანის დახმარება შეკვეთის დროულად მიღებასა და სტუმრის სათანადო მომსახურებაში; ** მზა შეკვეთის დროული მიწოდება სამზარეულოდან მიმტანამდე; ** შეკვეთის სწორად, სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება; ** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა; ** კოლეგების დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); ** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად); ** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი კითხვების შემთვევაში დაგვიკავშირდით +995 551 94 88 00
სუპერმარკეტების ქსელი ,,დეილი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე
თარიღები: 26.04-15.05
მდებარეობა: ჩაქვი, შეკვეთილი.
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: რუსული
ელ. ფოსტა: hr@daily.ge
სავაჭრო ობიექტის პერსონალის საქმიანობის კოორდინირება და გამართულად მუშაობის კონტროლი; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი და მათი პროგრამულად სწორად და დროულად ასახვა; პროდუქციის რეალიზაციის კონტროლი; მომხმარებლებთან დროული და სწორი ანგარიშწორების კონტროლი; მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვის კონტროლი; სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა, მომხმარებლების მხრიდან წამოსული პრობლემების მუდმივი ანალიზი და გამოსწორებაზე ზრუნვა; ჩაბარებული ობიექტის მართვა/განვითარება; სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი; რეალიზაციის მუდმივი ზრდა; ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში; სააქციო პროდუქციის სწორედ განლაგების და შესაბამისი ფასმაჩვენებლების დროულად განთავსების კონტროლი;
ქსელური მარკეტების სფეროში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; რუსული ენის ცოდნა (სასურველია სასაუბრო დონეზე);
მენეჯერული უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი დონე; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დისციპლინურობა; სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი.
მის: აჭარა (ჩაქვი), გურია (შეკვეთილი)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 577453645 ან გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@daily.ge
p.s. სათაურის ველში აუცილებლად დააკონკრეტეთ სასურველი რეგიონი
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საწყობის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე.
** გზავნილების მიღება, დასკანერება, დასტიკერება, დახარისხება უბნების მიხედვით მისამართებზე ** მანქანის დატვირთვა
** ასაკი: 23-დან ზემოთ ** სქესი: მამრობითი ** თბილისის უბნებისა და საქართველოს რეგიონების კარგი ცოდნა
** პუნქტუალურობა ** დისციპლინირებულობა ** მოტივირებულობა ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი მისამართი: დიდი დიღომი, როსტევანის N 8.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: info@onway.delivery. ელ. ფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის მიმღები ოპერატორი".
სახინკლე "ძველ დროში" გვესაჭიროება მზარეული ქალბატონი.
აუცილებელია იცოდეს ხინკლის გაკეთება.
ანაზღაურება-შეთანხმებით.
ლოკაცია ღრმაღელის მეტროსთან 5წუთის გზაზე.