ვაკანსიის დასახელება | სოციალური მუშაკი | მომწოდებელი | ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე.
ჰოსპიტალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საჭიროებისას პაციენტის სოციალური ანამნეზის შეგროვება, საჭიროებების განსაზღვრა, სოციალური მუშაობის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება პაციენტის/პაციენტის მხარდამჭერის უშუალო მონაწილეობით;
** საჭიროებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროებიდან გამომდინარე, პაციენტისთვის კონსულტაციისა და საგანმანათლებლო დახმარების გაწევა, მათ შორის, მისი ჯანსაღი ქცევის მხარდაჭერის/წახალისების, მკურნალობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით;
** დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან და ადმინისტრაციასთან და ასევე, საჭიროებისას, სხვა სფეროს სოციალურ მუშაკებთან კოორდინირებული თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან "სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი.
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა A2 ან B1 დონეზე.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე hr@ahtbilisi.com წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.