ვაკანსიის დასახელება | მარკეტინგის სპეციალისტი | მომწოდებელი | Comforter |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :
მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა;
მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და დანერგვა;
მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და რეპორტინგი;
ციფრული და სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება და იმპლიმენტაცია;
სოციალური პლატფორმების მართვა და ანალიტიკა;
მარკეტინგული მასალების მომზადება და პროცესების მართვა;
ბეჭდურ კომპანიებთან მუშაობა ბრენდირებული მასალების შესაქმნელად;
ბაზრის კვლევის ჩატარება მომხმარებელთა ტენდენციებისა და ჩვევების დასადგენად;
ბრენდის ცნობადობის ხელშეწყობა ციფრული და ტრადიციული მარკეტინგული საშუალებებით;
უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციის შესაბამისი დავალებების შესრულება.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცონდა აუცილებელია;
საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა აუცილებელია;
კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება;
სწორი კომუნიკაციის უნარი;
ბიუჯეტირების და მათემატიკური აზროვნების უნარი;
მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
კონკურენტულ ანაზღაურებას;
5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
ცვლაში მუშაობისას ერთჯერად კვებას;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე 2022 წლის 30 ივლისამდე ელექტრონულ ფოსტაზე: info@comforter.ge
სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!