ვაკანსიის დასახელება | სოციალური მედიის მენეჯერი | მომწოდებელი | ბაზარი ორბელიანზე |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
"ბაზარი ორბელიანზე" არის უნიკალური და უპრეცედენტო ადგილი საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ეს არის ახალი სივრცე, რომლის კონცეფციაც გულისხმობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის თანამედროვე და კომფორტულ გარემოში გაცოცხლებას. ბაზარი ორბელიანზე თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციაა. აქ გაერთიანებულია 35 სხვადასხვა მიმართულების რესტორანი - როგორც ქართული რეგიონული, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოებით.
"ბაზარი ორბელიანზე" მთლიანად ცვლის პროდუქტების ყიდვის გამოცდილებას, ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. ეს არის ყოველდღიური სტუმრობის ადგილი, სადაც დროის გატარება შესაძლებელია როგორც მარტო, ასევე ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. აქ ყოველი სტუმრობა ახალი განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქტების აღმოჩენით სრულდება.
"ბაზარი ორბელიანზე" მდებარე 3 ობიექტი (საკონდიტრო, ქართული რესტორანი, ღვინის მაღაზია) ეძებს სოციალური მედიის მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვა/კონტენტის მომზადება (Facebook, Instagram, YouTube);
** მიზნობრივი აუდიტორიების განსაზღვრა და რეკლამა (Facebook ads, Instagram ads)
** სოციალური მედია არხების შექმნა, მართვა, რეკლამირება და რეპორტინგი;
** სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა განხორციელება და მონიტორინგი;
** მომხმარებლებთან სწრაფი და ადეკვატური კომუნიკაცია სოც. ქსელების მეშვეობით;
** ქონთენთის შემუშავება, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და განთავსება;
** ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დიჯიტალ მარკეტინგის მიმართულებების, ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა, facebook-ის და Instagram-ის პრომოციული საშუალებების გამოყენება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (Photoshop, Illustrator, Premiere Pro).
პიროვნული თვისებები:
** გამართული, შემოქმედებითი და კრეატიული წერის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა.
საინტერესოდ ჟღერს? მაშინ რას ელოდები შემოუერთდით ჩვენს გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ / ინგლისურ ენებზე: hr@bazari.ge ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური, (სოციალური მედიის მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 22 დეკემბერი.
გაითვალისწინეთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ბაზარი ორბელიანზე" არის თანაბარი შესაძლებლობები დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დაქირავებასა და ინკლუზიური კულტურის შენარჩუნებას მის სივრცეში, ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის, ვეტერანთა სტატუსის ან ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული სხვა უმცირესობების შერჩევის პროცესში.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.