ვაკანსიის დასახელება | შესყიდვების ასისტენტი | მომწოდებელი | ბაზარი ორბელიანზე |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?
ბაზარი ორბელიანზე არის უნიკალური ადგილი საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას.
ბაზარი ორბელიანზე თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციაა. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. აქ აგრარულ პროდუქტებთან ერთად გაერთიანებულია 35 სხვადასხვა მიმართულების რესტორანი - როგორც ქართული რეგიონალური, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოები. პროექტი განთავსებულია სამ სართულზე და მისი ფართობი შეადგენს 10, 000 კვ.მ.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
როლი:
შესყიდვების ასისტენტი პასუხისმგებელია ბაზარი ორბელიანის სახელით სურსათის, სასმელების, მასალების, მარაგებისა და მომსახურების შეძენაზე, მიღებაზე, ხარისხზე, შენახვაზე და მარაგების კონტროლზე.
მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
** გამყიდველების, მომწოდებლების, დონორების, პარტნიორების მოძიება და კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება
** შეკვეთების ციკლის მართვა, რაც მოიცავს შესაბამისი მომწოდებლის მოძიებას (ფასისა და ხარისხის სტანდარტების შედარება) და შესყიდვების მონაცემთა ბაზაში შეტანას.
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება: ხელშეკრულება, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტები
** პროდუქტების სათანადოდ შენახვა და მარაგის სათანადო როტაცია მაცივრებში, საყინულეებში, მაღაზიებში და ა.შ.
** რეგულარული ინვენტარიზაცია და შესყიდვების ბაზაში შეტანა
** შესყიდვების კოორდინაცია, პროდუქციის და მარაგების მიღების უზრუნველყოფა.
** უშუალო მენეჯერის დახმარება სხვადასხვა ყოველდღიური დავალებების შესრულებაში
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით კვების ობიექტებში და საწყობის მართვაში
** კომპიუტერის ცოდნა Microsoft Office _ ის გამოყენების გამოცდილებით (Word, Excel Outlook და ა.შ.).
** კომუნიკაციისა და მომხმარებელთა მომსახურების უნარები.
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** მართვის მოწმობა
** ქართული ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა როგორც სალაპარაკო ასევე წერილობით
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე (CV) ქართულ / ინგლისურ ენებზე: hr@bazari.ge ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (შესყიდვების ასისტენტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.
გაითვალისწინეთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ბაზარი ორბელიანზე არის თანაბარი შესაძლებლობები დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დაქირავებასა და ინკლუზიური კულტურის შენარჩუნებას მის სივრცეში, ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის, ვეტერანთა სტატუსის ან ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული სხვა უმცირესობების შერჩევის პროცესში.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.