ვაკანსიის დასახელება | სტერილიზაციის ექთანი | მომწოდებელი | ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სტერილიზაციის ექთნის პოზიციაზე.
ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://ahtbilisi.com/
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** აჰთ-ის შრომის შინაგანაწესის, ქცევისა და ეთიკის კოდექსის, შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების, უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის წესებისა და ნორმების დაცვა;
** ასეპტიკა/ანტისეპტიკის წესების დაცვა;
** ქირურგიული იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება;
** ინფექციის კონტროლის სამსახურის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა მუშაობის პროცესში;
** სასტერილიზაციოში მუშაობის წესების სწორად შესრულება კლინიკაში დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად;
** ქირურგიული ინსტრუმენტების მომზადება ოპერაციის სპეციფიკის შესაბამისად;
** სახარჯი მასალების მომზადება ოპერაციისათვის;
** გამოყენებული ინსტრუმენტების რეცხვა/დეზინფექციისათვის მიღება/დათვლა და შესაბამის დოკუმენტში აღრიცხვა და კონტროლი;
** დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის წარმოება სტანდარტების შესაბამისად.
** დადგენილი წესის დაცვით დოკუმენტაციის წარმოება საექთნო საქმის თითოეული ეტაპის შესახებ;
** ცვლის სრულყოფილად გადაბარება, არსებული, ათვისებული და დარჩენილი ერთჯერადი მოხმარების საგნების აღრიცხვა;
** დარგობრივი აქტივობა, პროფესიულ ტრენინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურთან შესაბამისი დიპლომი ან/და უმაღლესი განათლების საექთნო საქმის ბაკალავრის დიპლომი;
** მინიმუმ ერთწლიანი პრაქტიკოს ექთნად მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** შედეგებზე ორიენტაცია
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
პიროვნული თვისებები:
** მზრუნველი
** ჰუმანური
** პუნქტუალური
** ემპათიური
** სანდო
** კეთილსინდისიერი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.