ვაკანსიის დასახელება | გაყიდვების სპეციალისტი | მომწოდებელი | აგროტექნო |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | 1200 |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
შპს „აგროტექნო“ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიდერ მიმწოდებელ კომპანიას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის პარტნიორები არიან ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის და ევროპის უმსხვილესი მწარმოებლები.
„აგროტექნო“ გთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას. ხარისხიანი ტრაქტორების, მოსავლის ამღებებისა და მისაბმელი აღჭურვილობის ფართო არჩევანს საუკეთესო ფასად.
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!
ვაკანსია: გაყიდვების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი)
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი),
ხელფასი: 700-1200 (NET) + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
პროდუქციის და სერვისების შესწავლა; აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მიწოდება/შეთავაზება;
მომხმარებლის საჭიროების მიხედვით შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია;
პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან შეხვედრების დაგეგმვა;
არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა, მისი პერიოდული განახლება და ფორმირება;
გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა;
გეგმებისა და ამოცანების შესრულება;
ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მონათესავე განხრით);
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
დროის ეფექტურად მართვა;
დეტალებზე ორიენტირება;
პუნქტუალურობა.
ჩვენ გავაზობთ:
კარიერული წინსვლა;
საბონუსე სისტემა;
გრძელვადიანი თანამშრომლობა.
კონკურსის ეტაპები:
შესარჩევი სიის მომზადება;
გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
გასაუბრება გენერალურ დირექტორთან.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: Info@at.com.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „გაყიდვების სპეციალისტი“.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!