ვაკანსიის დასახელება | ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი | მომწოდებელი | ევროპული სკოლა |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
შპს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობაზე საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამებზე.
თანამდებობის მიზანი: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო საფეხურის პროგრამის (International Baccalaureate Middle Programme -IB MYP) მოსწავლეებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება და კომპეტენციის ფარგლებში სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასწავლო პროგრამის მიზნებისა და ინდიკატორების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხო და მოსწავლის ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა;
** სემესტრული სილაბუსებისა და თემატური გეგმის შედგენა; შეფასების რუბრიკების შექმნა და შეფასების სტრუქტურის შესახებ მოსწავლეების მუდმივი ინფორმირება;
** სასწავლო პროგრამის შესაბამისი მეთოდების გამოყენება; მოსწავლეთა ასაკობრივი და სხვა ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, სასწავლო მეთოდების შერჩევა და სასწავლო პროცესის წარსამართად მათთვის აუცილებელი რესურსების მიწოდება;
** სასწავლო პროგრამით/სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება;
** გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და საგაკვეთილო პროცესის მართვა;
** მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე ზრუნვა; ნებისმიერი პრობლემის/შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება; დამრიგებლის, დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მშობლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
** მოსწავლეთა ცოდნის შეფასების მიზნით შემაჯამებელი, სადიაგნოსტიკო და სხვა სახის ტესტების მომზადება; ტესტის შედეგების ანალიზი, რეფლექსია, მოსწავლეებისთვის დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; მოსწავლეთა ტესტების/ნამუშევრების შენახვა სკოლაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სასწავლო და პერსონალური პროექტების დაგეგმვა-განხორციელება;
** საჭიროებისამებრ მოსწავლეებისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება;
** საჭიროებისამებრ კლასგარეშე სახელმძღვანელოებისა და ლიტერატურის შერჩევა, დამოწმება და მოსწავლეებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** იმ კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა, შესრულება და განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს სილაბუსით გათვალისწინებული პროგრამის შესწავლას;
** მშობელთა კრებებზე დასწრება, კრებებისთვის შესაბამისი რეპორტების მომზადება; საჭიროებისამებრ მშობლებთან მოსწავლეთა აკადემიური მდგომარეობის ინდივიდუალური განხილვა;
** ელექტრონული ჟურნალის წარმოება: საშინაო დავალებების შეტანა, საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეზე რეპორტების დაწერა, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა, ქულებისა და კომენტარების სახით დოკუმენტაციის წარმოება;
** დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმირება სასწავლო გეგმის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ;
** დეპარტამენტის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება; პროფესიული სიახლეების მუდმივი გაცნობა-ათვისება;
** საგნის პორტფოლიოს წარმოება;
** კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
კვალიფიკაცია:
განათლება:
** ბაკალავრის ხარისხი ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
** სასურველია მაგისტრის ხარისხი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
გამოცდილება:
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:
** კანონი "ზოგადი განათლების შესახებ";
** მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;
** ბავშვის უფლებათა კონვენცია;
** ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნობრივი სტანდარტი;
** IB-ის ფილოსოფიის ზედმიწევნით ცოდნა;
** IB-ის მეთოდიკებისა და ტექნოლოგიების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა.
კომპიუტერული პროგრამები: MS Office, Outlook
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრეატიულობა;
** თვითგანვითარებისთვის მზაობა;
** სტრესის მართვის უნარის ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარის ფლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge 2022 წლის 30 ივნისამდე.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.