ვაკანსიის დასახელება | წინა ხაზის თანამშრომელი | მომწოდებელი | PAUL |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | 1000 |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | ტელეფონი | +995 558 10 76 76 |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
ფრანგული რესტორანი "PAUL" აცხადებს ვაკანსიას წინა ხაზის თანამშრომლის პოზიციაზე.
"PAUL"-ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება იმავე მაღალი სტანდარტების შესაბამისად, რითიც ფრანგული პური გაითქვა მთელ მსოფლიოში.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება;
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
** სტუმრის ეფექტური მომსახურება რესტორნის სტანდარტების მიხედვით;
** მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** რესტორანში შემუშავებული, კოვიდპანდემიის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა;
** დესერტების განლაგება სტენდზე შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით;
** პროდუქციის მარაგის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
** რესტორნის მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
სამუშაო გრაფიკი: ცვალებადი (დღის სხვადასხვა მონაკვეთში); შესაძლებელია შეთანხმება სწავლასთან და სხვადასხვა აქტივობებთან;
ანაზღაურება დამოკიდებულია საათების რაოდენობაზე + "ჩაი" (დაახლოებით 1000 ლარი)
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Giorgigogoladzee90@gmail.com. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("მიმტანი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 558 10 76 76; +995 555 96 56 57,
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შემოგვიერთდით.
რესტორანი "PAUL" გისურვებთ წარმატებას!