ვაკანსიის დასახელება | იურისტი | მომწოდებელი | იბერია რეფრეშმენტსი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ორხევი, თეთრი ხევი ჰესის დასახლება
კომპანიის შესახებ:
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
** ხელშეკრულებებისა და ყველა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა;
** სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
** სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თუ კერძო კომპანიებთან ურთიერთობაში კომპანიის ინტერესების წარმოდგენა;
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
** სამეწარმო ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** სასამართლოში წარმომადგენლობა;
** კომპანიის არსებული თუ პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
** ასევე კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** კომპანიაში არსებული ყველა სახის იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მოწესრიგება და სათანადო რეესტრის წარმოება;
** იურიდიული სამსახურის უფროსის მხრიდან სხვა სახის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** იურიდიული განათლება, მინიმუმ ბაკალავრიატის ხარისხით;
** კანონმდებლობის ბაზის ცოდნა;
** ინგლისური და რუსულ ენების ფლობა, როგორც საკომუნიკაციო ასევე დოკუმენტებთან მუშაობის სახით.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის მოძიების და გადამუშავების უნარი;
** ასევე ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღების მიქცევის უნარი;
** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "იურისტი" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 30.04.2022