ვაკანსიის დასახელება | საგადასახადო სპეციალისტი | მომწოდებელი | კარფური |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" - "კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპანიის გადასახადების დაანგარიშება
** კომპანიის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის ყოველთვიურად მომზადება
** კომპანიის საგადასახადო დეკლარაციების სწორად და დროულად შევსების უზრუნველყოფა
** კომპანიის საგადასახადო შიდა აუდიტის პროცესში ჩართულობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
** შემოსავლების სამსახურსა და კომპანიის ფილიალებს შორის კომუნიკაციის პროცესის კოორდინაცია და მხარდაჭერა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ეკონომიკა ან მსგავსი სფერო);
** მსგავს სფეროში (ბუღალტერია/გადასახადები და სხვ.) მუშობის გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე (განსაკუთრებით Excel)
** ინგლისური ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (B1)
უნარ-ჩვევები:
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშობის უნარი
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საგადასახადო სპეციალისტი".
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!