ვაკანსიის დასახელება | მომავლის ლაბორატორიის/FABLAB ხელმძღვანელი | მომწოდებელი | ევროპული სკოლა |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
შპს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას მომავლის ლაბორატორიის (FABLAB) ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სკოლის შესახებ:
ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP/MYP/DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.
პოზიციის მიზანი:
"ევროპული სკოლის" მომავლის ლაბორატორიის FABLAB ხელმძღვანელობა და კომპეტენციის ფარგლებში სკოლის სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** FABLAB დანადგარების კოორდინირება, მათზე მუშაობა და გამართვა;
** FABLAB დანადგარების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** მომავლის პროფესიების მიმართულებით ჩასატარებელი ღონისძიებების თანაორგანიზება სკოლის სხვა თანამშრომლებთან კოორდინირებით;
** FABLAB-ის ინტეგრაციის ხელშეწყობა STEAM საგნებში და მასწავლებელთა დახმარება ლაბორატორიის სასწავლო პროცესში დასანერგად;
** დაინტერესებულ მოსწავლეების ხელშეწყობა ლაბორატორიაში პროექტების შესაქმნელად;
** სასწავლო და პერსონალური პროექტების დაგეგმვა-განხორციელება;
** კომპტენეციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
კვალიფიკაცია:
განათლება:
** ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;
** სასურველია მაგისტრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
** FABLAB-ის დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება
ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:
** კანონი "ზოგადი განათლების შესახებ";
** ბავშვის უფლებათა კონვენცია;
** სკოლის შინაგანაწესი;
** ინგლისური ენის ცოდნა.
კომპიუტერული პროგრამები:
** საოფისე პროგრამები
** გრაფიკული რედაქტორები (ვექტორული, რასტრული)
** Scratch; Python
** Tinkercad
** სასურველია HTML, CSS, JavaScript
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრეატიულობა;
** თვითგანვითარებისთვის მზაობა;
** სტრესის მართვის უნარის ფლობა;
** დროის მენეჯმენტი;
** გუნდური მუშაობის უნარის ფლობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-17:00, შესვენება 1 საათი
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ირ. სხირტლაძის #2
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge 2022 წლის 13 იანვრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.