ვაკანსიის დასახელება | სამშენებლო პროექტის მენეჯერი | მომწოდებელი | აბტ ინტერნეიშენალი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
სამშენებლო კომპანია "აბტ ინტერნეიშენალი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით.
** მრავალბინიანი კორპუსების პროექტ მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა / AutoCAD, MS OFFICE.
** Microsoft Project - ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** სტრესულ სიტუაციაში და ვადებში მუშაობის უნარი
ფუნქცია - მოვალეობები:
** სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა;
** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
** არსებული დაქვემდებარებული შტატის მართვა და დავალებების მიცემა (კადრების (ხელოსნების) შერჩევა და საჭიროების შემთხვევაში გათავისუფლება);
** პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვაში ჩართულობა და განხორცილების უზრუნველყოფა;
** პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** პროექტის ყველა მიმართულების მართვა;
** პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების უზრუნველყოფა;
** სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი;
** ქვე-კონტრაქტორების და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა;
** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
** სამუშაოების და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
** ფასის შეთანხმება, და ხარჯთ-ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
** დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
** საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
კანდიდატების შერჩევის ეტაპები:
1. CV - ს განხილვა (სასურველია CV იყოს ქართულ ენაზე).
2. გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoabtint@gmail.com
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 თებერვალი.