ვაკანსიის დასახელება | სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი | მომწოდებელი | აბტ ინტერნეიშენალი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
სამშენებლო კომპანია "აბტ ინტერნეიშენალი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) პოზიციაზე, ქ. თბილისში.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს :
** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით.
** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობაში.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა / AutoCAD, MS OFFICE.
აუცილებელი უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** სტრესულ სიტუაციაში და ვადებში მუშაობის უნარი.
ფუნქცია - მოვალეობები:
** ყოველდღიურად, მომდევნო დღისთვის შესასრულებელი სამუშაოების გეგმის შედგენა;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
** დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
** სამშენებლო მასალების მითვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვის კონტროლი;
** სამშენებლო გუნდის (ხელოსნების) დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
** ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
** ფორმა 2-ების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება;
** მარაგებისა და ძირითადი საშუალებების კონტროლი;
** რესურსების ოპტიმალური გამოყენება და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** სამშენებლო მოედანზე სისუფთავის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
კანდიდატების შერჩევის ეტაპები:
1. CV - ს განხილვა. (სასურველია CV იყოს ქართულ ენაზე).
2. გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoabtint@gmail.com
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 თებერვალი