ვაკანსიის დასახელება | კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი | მომწოდებელი | OneSoft Training Centre |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | 800 |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
კომპანია "OneSoft" აცხადებს ვაკანსიას კომერციულ დეპარტამენტში, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის (B2B Sales Manager) პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "OneSoft" წარმოადგენს 1C ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი 1C ERP სისტემების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.1soft.ge
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა
** პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოებ
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება
** კლიენტებისათვის კორპორატიული შეთავაზების მიწოდება პროდუქტის დამატებითი სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
** კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
** შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება.
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით - ჩაითვლება უპირატესობად,
** გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა (აუცილებელია რუსული ან/და ინგლისური ენების კარგად ცოდნა).
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, აქსისის ბიზნეს ცენტრი (ამ ეტაპისთვის, კომპანია მუშაობს დისტანციურად)
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: 800 ლარიდან.
დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!