ვაკანსიის დასახელება | ფინანსური შედარებების სპეციალისტი | მომწოდებელი | კარფური |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - "კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას დამწყებ პოზიციაზე - ფინანსური შედარებების სპეციალისტი.
ძირითადი ფუნქციები:
** მომწოდებლებთან ბუღალტრული შედარების გაკეთება;
** ჩარიცხვების გაშიფვრა;
** მარკეტინგული მომსახურების კალკულაცია;
** შესყიდვების შედარება;
** საბოლოო დავალიანების დაანგარიშება ;
** მომწოდებლის მიერ სახელშეკრულებო პირობების შესრულების მონიტორინგი (პროდუქციის ფასების კუთხით);
** ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესის არსებულ რეალობასთან თანხვედრის უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან და ფინანსური დეპარტამენტთან მჭიდრო კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით);
** კომპიუტერული პროგრამა Excel -ის ფლობა მინიმუმ სამომხმარებლო დონეზე;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონეზე).
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com.
წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ფინანსური შედარებების სპეციალისტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!