ვაკანსიის დასახელება | ქოლცენტრის ოპერატორი | მომწოდებელი | ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ჰოსპიტლისა შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.ahtbilisi.com/
სამუშაოს მიზანი:
ქოლცენტრში შემომავალი და გამავალი ზარების მართვა; პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების დადგენილი სტანდარტებით მომსახურება და მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ქოლცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება;
** კომუნიკაციის სხვადასხვა არხებით შემოსულ კითხვებზე-მომართვებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება;
** ქოლცენტრის ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანა;
** ქოლცენტრიდან გამავალი ზარების შესრულება;
** პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების, მომხმარებელთა კლინიკაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად მომსახურება;
** უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა: ტრენინგზე დასწრება და მუდმივი განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის ადმინისტრირების ან მედიცინის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 ან B2 დონეზე.
პიროვნული უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ეფექტური მომსახურების (სერვის პლუსი) უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სტრესგამძლეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური უნარი
** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი
** კეთილგანწყობილი, თავაზიანი და ემპათიური
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.