ვაკანსიის დასახელება | 1C ადმინისტრირების შემსწავლელი პრაქტიკული კურსი | მომწოდებელი | OneSoft Training Centre |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ტრენინგი | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
"OneSoft Training Centre" აცხადებს მიღებას 1C ადმინისტრირების შემსწავლელ ონლაინ კურსზე.
პროგრამის აღწერა: «ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის» (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8.3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:
** შესყიდვები
** საწყობი და მარაგები
** წარმოება
** გაყიდვები
** CRM
** ბუღალტერია
** HR
** ფინანსური ანგარიშგებები
** Rs.ge
სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.
კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ 1C პროგრამის ადმინისტრირება, მომხმარებლების და ბაზების მართვა.
მიზნობრივი ჯგუფი: ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს გაიღრმაოს ცოდნა 1C-ის მიმართულებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: 1C-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.
ლექციების განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (19:00 - 21:00).
კურსის ხანგრძლივობა: 10 საათი.
სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები.
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
** გქონდეთ სრული წარმოდგენა ინფორმაციული ბაზის ტიპებზე და მათ განსხვავებებზე
** მომხმარებლების შექმნას, შესაბამისი პარამეტრების და უფლებების გამართვას
** ტიპური ოპერაციების შაბლონების აწყობას
** ანგარიშგებების აწყობას
** სხვადასხვა დამუშავებების გამართვას
** ბაკნებთან ინტეგრაციის აწყობას
** თვის დახურვის დოკუმენტის გატარებას
** შესაერთებელ მოწყობილობებთან ინტეგრაციის გამართვას
** დისტრიბუციის პოკეტების გამართვას
კურსის სტანდარტული ღირებულება: 500 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
ტრენინგი ჩატარდება საკომუნიკაციო პროგრამა "Zoom"-ის მეშვეობით.
სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.
ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები: კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში, პროგრამის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ.
"OneSoft Training Centre "წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.
კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა:
აპლიკაციის ფორმა
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
ქ.თბილისი, დავით გამრეკელის №2, OneSoft Training Centre.
ტელ.: (+995 32) 2 23 83 89
მობ.: +995 558 99 75 98
E-mail: info@1soft.ge
Web - www.onesoft.ge