ვაკანსიის დასახელება | ტექნიკოსი | მომწოდებელი | კარფური |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას დამწყებ პოზიციაზე თბილისში: ტექნიკოსი.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული ელექტრო -ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
** ტექნიკური სამუშაოები: სამღებრო, სანტექნიკა;
** გათბობა-გაგრილების სისტემების კონტროლი;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია სანტექნიკური სამუშაოებისა და სამღებრო სამუშაოების გამოცდილება;
** გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com
ან გადადით მითითებულ ბმულზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი:
https://docs.google.com/forms/d/1OkuI8yU1cjvpF2V6KqPT8TA3fuEbOVdwH0PSyv10PN0/edit
წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი". გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!