ვაკანსიის დასახელება | ფინანსური ანალიტიკოსი | მომწოდებელი | ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს:http://www.ahtbilisi.com
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება; აუდიტორებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება
** მიმდინარე ფინანსური დაგეგმვა და გრძელვადიანი ბიუჯეტირება
** ფაქტობრივი შესრულებების დაგეგმილთან შედარება და სხვაობების ანალიზი
** გეგმის შესრულების ანალიზი
** პროგრამაში ბუღალტერიის და შემოსავლების აღრიცხვის სამსახურის მიერ დაფიქსირებული მონაცემების კონტროლი
** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა
** ახალი პროექტების ფინანსური მოდელირება და ანალიზი
** სხვადასხვა რეპორტების მომზადება მენეჯმენტისათვის წარსადგენად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ჰოსპიტალურ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა
** ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა
** საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.