ვაკანსიის დასახელება | საწყობის უფროსი | მომწოდებელი | ბი-ემ-ესი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე, ბათუმში.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომლიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის 5.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა;
** საქონლის შეკვეთების მიღების, გაგზავნის და მომხმარებელთან დროულად მიტანის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** სასაწყობე მარაგების გადახედვა და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის მომსახურებასთნ დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** საწყობის თანამშრომელთა შორის სამუშაოს გადანაწილება, კოორდინირება, მართვა.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია პირადი ავტომანქანა.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:30 სთ, შაბათი 09:00-12:00
დასვენების დღე: კვირა
შესვენება: დღეში 1 საათი
ანაზღაურება: შეთანხმებით
თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge; გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!