ვაკანსიის დასახელება | საწყობის თანამშრომელი | მომწოდებელი | კარფური |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" - "კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება, დათვლა, აღრიცხვა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სტანდარტების დაცვით მუშაობა.
მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com
ან გადადით მითითებულ ბმულზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://docs.google.com/forms/d/1qd6R7jMa3-Cl112l_K6Gy31O67UrwQV9oQ14919zDeA/edit
წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის თანამშრომელი თბილისში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!