ვაკანსიის დასახელება | მთავარი ბუღალტერი | მომწოდებელი | ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზება გაუწიოს კომპანიის სამეურნეო-ფინანსური საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას
** უზრუნველყოს კომპანიისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების რაციონალური ორგანიზება
** მოამზადოს და დროულად წარადგინოს სრული და სარწმუნო საბუღალტრო ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, მისი ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ
** ორგანიზება გაუწიოს ქონებრივი ვალდებულებისა და ფულადი სახსრების აღრიცხვას
** დროულად ასახოს საბუღალტრო ოპერაციები ანგარიშებში
** უზრუნველყოს დოკუმენტების გაფორმების კანონიერება, დროულობა და სისწორე
** მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება
** მოამზადოს ყოველთვიური ხელფასების ანგარიში
** უზრუნველყოს გადასახადების, მოსასკრებლებისა და სადაზღვევო შესატანების სწორად დარიცხვა და გადარიცხვა ბიუჯეტში, სახელმწიფო არასაბიუჯეტო სოციალურ ფონდებში, საბანკო დაწესებულებებში
** მეთოდური დახმარება გაუწიოს კომპანიის ქვედანაყოფების თანამშრომლებს საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ მასალების გაფორმებაში, ანგარიშების, ეკონომიკური ანალიზის საკითხებში
** ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს მათი პასუხისმგებლობის ქვეშ დაცული ფასეულობების აღრიცხვის საკითხებში
** პასუხისმგებელია მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, ასევე ხელმოწერილი და დადასტურებული დოკუმენტაციის სისწორეზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ჰოსპიტალურ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა
** ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების სიღრმისეულად ცოდნა
** ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა
** საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.