ვაკანსიის დასახელება | მერჩენდაიზერი | მომწოდებელი | ბაზარი ორბელიანზე |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
ბაზარი ორბელიანზე აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?
ბაზარი ორბელიანზე არის უნიკალური ადგილი საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას, ეს იქნება თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციაა. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. აქ აგრარულ პროდუქტებთან ერთად გაერთიანებულია 35 სხვადასხვა მიმართულების რესტორანი - როგორც ქართული რეგიონალური, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოები.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კოლმეურნეობის მოედანი, ვეკუას 3ა
ვის ვეძებთ?
** ჩვენ ვეძებთ მერჩენდაიზერს ვისაც აქვს გამოცდილება ქსელურ სუპერმარკეტში, ფიქრობს განსხვავებულად და მუდმივად ორიენტირებულია გააუმჯობესოს პროდუქციის განლაგების სტრატეგია იმისთვის რომ ბაზარში მყოფი სტუმრებისთვის შექმნას განსხვავებული ყიდვის გამოცდილება. მერჩენდაიზერი რომელიც იმუშავებს ბაზარი ორბელიანის გუნდში დაეხმარება მეიჯარეებს თაროებზე მათ მიერ წარმოდგენილი პროდუქციის სწორად განლაგებაში.
თანამშრომლის ძირითადი მოვალეობები:
** ბაზარში განლაგებული პროდუქციის, ფასმაჩვენებლებისა და სარეკლამო მასალების მონიტორინგი და განახლება;
** დახლზე წარმოდგენილი პროდუქციის სწორად წარმოჩენა და განლაგება პროდუქციის სწორად პოზიციონირებისთვის
** ბაზარში არსებული კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოება და რეკომენდაციების გაცემა პროდუქციის განთავსების შესახებ;
** პროდუქციის ნაშთის, ფასმაჩვენებლისა და ვადების კონტროლი, როგორც დარბაზში ასევე საწყობში;
** თანამშრომლებთან და მომხმარებელთან ურთიერთობისას კომპანიაში არსებული სტანდარტების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა;
** ხელმძღვანელობისთვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება;
ძირითადი მოთხოვნები:
** სწორი ხედვა და ცოდნა თუ როგორ უნდა განლაგდეს პროდუქცია თაროებზე ვიზუალურად;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია სუპერმარკეტის ქსელში;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ და რუსულ ენებს, როგორც სალაპარაკო, ასევე წერილობით;
უნარ-ჩვევები:
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ცვალებად გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
საინტერესოდ ჟღერს? მაშინ რას ელოდები შემოუერთდით ჩვენს გუნდს გახსნის დღიდან, გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე (CV) ქართულ / ინგლისურ ენებზე: hr@bazari.ge ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (მერჩენდაიზერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 28 ოქტომბერი.
გაითვალისწინეთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ბაზარი ორბელიანზე არის თანაბარი შესაძლებლობები დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დაქირავებასა და ინკლუზიური კულტურის შენარჩუნებას მის სივრცეში, ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის, ვეტერანთა სტატუსის ან ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული სხვა უმცირესობების შერჩევის პროცესში.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისდ, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.