ვაკანსიის დასახელება | ვაიზერი | მომწოდებელი | სანდომი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | 1500 |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პური" - საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე.
კომპანია "სანდომი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, ვაიზერის თანამდებობაზე. კომპანია აწარმოებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ.ფონიჭალა.
განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
დასვენება: კვირა
ხელფასი: 1000-1500 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** გეგმის შესრულების კონტროლი.
** თანხის ამოღების კონტროლი.
** სადისტრიბუციო ქსელების შესწავლა და მონიტორინგი.
** სადისტრიბუციო ქსელების ათვისების კონტროლი.
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** ასაკი 25-დან 45 წლამდე;
** რუსული და ქართული ენების ცოდნა.
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
უნარ-ჩვევები:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი.
გამოცდილების გარეშე CV-ები არ განიხილება.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.მისამართზე sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.