ვაკანსიის დასახელება | გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის რეგისტრატორი | მომწოდებელი | ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის (ER) რეგისტრატორის პოზიციაზე.
ჰოსპიტალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის მიღება, მისი იდენტიფიცირება, რეგისტრაცია
** სამედიცინო ბარათის გახსნა
** სამედიცინო მომსახურების ფინანსური აღრიცხვა პროგრამულად
** სალარო ოპერაციების წარმოება
** თანხის უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა
** გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვა
** სამუშაო დღის ბოლოს სალაროს დახურვა პროცედურის შესაბამისად
** ელექტრონული სისტემის საშუალებით, პაციენტის გადამისამართება სამედიცინო სერვისის მისაღებად
** ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე მოთხოვნის/შეტყობინების პროგრამულად დაფიქსირება
** სამედიცინო შემთხვევების შეტყობინების გადაცემა სადაზღვევო კომპანიებისთვის; საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის მომზადება და გადაგზავნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონეზე
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.